ლევან კალანდაძე (48 წლის)
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე
  • 10 მარტი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ეკონომისტი, ფინანსისტი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე. ასევე, წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი იყო. მას, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის ეკონომიკურ ანალიტიკოსადაც იცნობენ. 

  • ჰყავს სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: გიორგი კალანდაძესთან, ნინო ზამბახიძესთან

  • უყვარს ცხოველები
  • ლევან კალანდაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. მას, როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვდასხვა წლებში იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე. ასევე, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში. 
    2013-2018 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას“. იყო „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და საკონსულტაციო ორგანიზაცია UGBC-ის ბიზნესის განვითარების კონსულტანტი. ასევე, კითხულობდა ლექციებს „შავი ზღვის უნივერსიტეტში“. 2019 წლის მაისში, ის „ბიზნესპარტნიორის“ მეოთხე თანაწამყვანად დანიშნეს. 
    რაც შეეხება, მის დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იგი ეწინააღმდეგებოდა მიწის უცხოელებზე გასხვისების ახალ რეგულაციას და აცხადებდა, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაამარტივოს საბაჟო სამართლებრივი რეგულაციები და შეზღუდვები, იმისთვის, რომ ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში და ჩადონ ფული. ასევე, მას საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა და მხარს არ უჭერდა არაალკოჰოლური სასმელებზე სავალდებულო მარკირების შემოღების ინიციატივას. აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი მსგავსი ტვირთი, მოსაკრებელი და რეგულაცია, არ უნდა დაუწესოს ბიზნესს ამ პრობლემურ პერიოდშიო. 

ეს პერსონა
Top