ნანკა კალატოზიშვილი (40 წლის)
  • მსახიობი
  • 08 მაისი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ფაკულტეტი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თეატრისა და კინოს მსახიობი. მას საზოგადოება სხვადასხვა სპექტაკლებიდან, ფილმებიდან და სერიალებიდან იცნობს. საკმაოდ, ფართო განხილვის თემა იყო მის მიერ შესრულებული ეროტიკული როლი ერთ-ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ასევე, მას, როგორც სხვადასხვა შოუებისა თუ გადაცემების წამყვანადაც იცნობენ. 

  • ჰყავს შვილი - სანდრო კედია. მისი ყოფილი მეუღლე ირაკლი კედია - კალათბურთელია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ნინი ბადურაშვილთან, ეკა დემეტრაძესთან, მაკა შალიკაშვილთან

  • უყვარს მუსიკის მოსმენა. განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკის. ასევე, ცეკვა და სიმღერა. მაგრამ აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ სიმღერის ნიჭი არ აქვს.
  • ნანკა კალატოზიშვილი 2006 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასევე, მონაწილეობს სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებში. მაგ. „თეატრალური სარდაფის“, „ვაკის თეატრალური სარდაფის“. გადაღებულია ფილმებსა თუ სერიალებში - „მიდიოდა მატარებელში“, „დამნაშავე ანგელოზებში“, „ოცნების ქალაქში“, „ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებლებში“, „ნაწილებში“, „გრაფიტში“, „მგლების ხორუმში“, „მტვრის გემოში“, „ათაგენუსში“, „ასაში“, „პარადოქსში“... პარალელურად, მიჰყავდა გადაცემები: „არტ-ბულვარი“, „ექსკლუზივი“, „სიმართლის დრო“, „ინტუიცია“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ამჟამად, არის „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუაღამის“ ერთ-ერთი თანაწამყვანი. 
    ნანკა კალატოზიშვილი, ასევე აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. აპროტესტებდა გიორგი გიორგანაშვილის დაკავებას და მიიჩნევდა, რომ ის უკანონოდ იყო დაპატიმრებული. მონაწილეობდა „20 ივნისის ღამის“ შემდეგ გამართულ აქციებში და გმობდა სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მოვლენების პროცესში. 

ეს პერსონა
Top