გიორგი ამირანაშვილი (30 წლის)
  • იურისტი
  • 24 მაისი, 1989 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 2006-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე. 2011-2013 წლებში გახდა ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ხოლო 2018 წელს კი მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი. დაიცვა დისერტაცია სახელწოდებით: „გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა“.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი აკადემიური მოღვაწეობით სამართლის სფეროში. იგი 2016 წლიდან დღემდე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტია. არის ჟურნალ „თანამდროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ რედაქტორი.

  • ჰყავს მეუღლე - ნათია  კენჭიაშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი ამირანაშვილი 2014 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2013-2016 წლებში იყო თსუ-ს მოწვეული ლექტორი. ასევე, იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მდივანი და იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერი.

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top