გიორგი კვერენჩხილაძე (47 წლის)
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
  • 21 ოქტომბერი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის საფეხურზე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალობით. 1998 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი (2014-2016 წ.წ.), საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი (2012-2014 წ.წ.), სამართლის დოქტორი და პროფესორი. 
    აღსანიშნავია, რომ გიორგი კვერენჩხილაძე იყო საკონსტიტიუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი კვერენჩხილაძე იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი (2000-2003 წ.წ.), საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე (2004-2006 წ.წ), ამავე უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი (2006-2007 წ.წ), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აღმასრულებელ საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი (2009-2010 წ.წ), „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი (2009-2012 წ.წ.), საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი (2012-2014 წ.წ.), პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი (2014-2016 წ.წ.). ამჟამად არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 
    პარალელურად, აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. 1996 წლიდან არის თსუ-ს სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. იყო, ამავე უნივერსიტეტის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. კითხულობდა ლექციებს კავკასიის სამართლისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top