დავით გაბუნია (37 წლის)
  • მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი
  • 12 აპრილი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ ფოთში
  • დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი

  • ინგლისური ენის ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი. თავდაპირველად, იურიდიულზე ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ, როდესაც ინგლისურად სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ წაიკითხა, მაშინ მიხვდა, რომ იურისტობა მისი საქმე არ იყო და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა. რამდენიმე ხანი სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად, საბოლოოდ კი სულაკაურის გამომცემლობის მთარგმნელი გახდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანი „ჰარი პოტერი“ იყო, რაც მის კარიერაში ერთგვარი ტრამპლინიც აღმოჩნდა. 2008 წელს, როდესაც „სამეფო უბნის თეატრში“ მოწეყო კონკურსი „არდიფესტი“, მისმა დაწერილმა პიესამ „ჩემმა საქორწილო კაბამ“ გამარჯვება მოიპოვა და მალევე, ამ პიესაზე დადგმული სპექტაკლის პრემიერაც შედგა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს, თავადვე ასრულებდა. შემდეგ იყო „ხელოვნური სუნთქვა“ და ქეთი დევდარიანთან ერთად სერიალის სცენარიც შექმნა. მალევე, მიიღო შეთავაზება, რომ ეს სცენარი წიგნად ექცია, რაც საკმაოდ დიდ კომერციულ მოგებას მოუტანდა. საბოლოოდ კი, გადაწყვიტა სრულიად განსხვავებული შინაარსის წიგნის დაწერა, რომელიც სიყვარულს შეეხებოდა. ასე შეიქმნა „დაშლა“, რომელმაც დათოს დიდი აღიარება მოუტანა

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისმა პიესებმა „რამდენიმე დამამძიმებელმა გარემოებამ“ და „საპნის ოპუსმა“ სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვება მოიპოვეს. არის ათეისტი     

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top