ზურა აბაშიძე (24 წლის)
  • მწერალი, ბლოგერი
  • 17 აგვისტო, 1995 წელი - დაიბადა ქალაქ ბათუმში
  • დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მწერალი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი მწერლობითა და ბლოგერობით. ის 2017 წელს ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ნომინაციების: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისა და ხალხის რჩეულის გამარჯვებული გახდა. მისმა წიგნმა „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მაყურებელთა შორის. ამ კონკურსში გამარჯვება მწერლისთვის განვითარებისა და წარმატების საწინდარია.
    იგი აღნიშნავს რომ, წიგნი თავისთავად მოვიდა მის ცხოვრებაში და  არც ერთი მოთხრობა კრებულისთვის წინასწარ არ დაუწერია. საბოლოოდ, 12 მოთხრობა დაწერა, ერთ წიგნად შეკრა და როგორც თავად ამბობს, მკითხველთან გაუშვა თავიანთი გზის საპოვნელად

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ზურა აბაშიძისთვის ლიტერატურა და წერა არის ის მთავარი საქმე, რომელიც უყვარს და სჭირდება. მისთვის ლიტერატურაა, ის რაც ყველაზე კარგად იზიარებს სიხარულს, უდგას მხარში დამღლელი და ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. იგი ყველაზე მეტად ემპათიის უნარს აფასებს ადამიანში, რადგან ემპათიაა ზუსტად ის, რისგანაც იქმნება დიდი ლიტერატურა თუ კინო. „ერთი ადამიანი ხედავს მეორე ადამიანის გასაჭირს, ებრალება, ეცოდება, როცა აღარ იცის, რა უშველოს და სად წაიღოს ამხელა გრძნობები, იწყებს წერას“. ზურა აბაშიძისთვის მთავარი ოჯახი და მეგობრებია. მას დაუსრულებლად შეუძლია იჯდეს ბათუმში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად და ისაუბროს მის ბავშვობაზე, ეზოზე, მოგონებებზე. მისთვის მისაბაძი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც შრომობენ და ძალიან დიდი ხანი ერთგულად ემსახურებიან ლიტერატურას. მისი ცხოვრების მთავარი მისიაა, რომ თავისივე ლიტერატურით ადამიანებს უთხრას ის, რისი მოსმენაც თავადვე გაუხარდებოდა, რომ მარტო არ არიან და მათზე მშვენიერი ადამიანები მიწას არ ახსოვს. ყველაზე ხშირად ფიქრობს იმაზე, თუ ყველაფერი რაც მის გარშემო ხდება, როგორ აქციოს ლიტერატურად.
  • ზურა აბაშიძე 2015-2017 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია „იდენტობაში“, წიგნის მაღაზიებში „სანტა ესპერანსასა“ და „წიგნები ბათუმში“. ასევე, სააგენტოებში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“. ამჟამად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დასაქმებული.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top