რომან კაკულია (42 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 16 ნოემბერი, 1977 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით. სწავლობდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. 

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ასევე, მას საზოგადოება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედაც იცნობს. უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი, ხშირად მხარს არ უჭერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას და ინდივიდუალური მოსაზრებებით მოქმედებს. მაგ. შეგვიძლია გავიხსენოთ, მისი უარი, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით.  რომან კაკულიამ მხარი არ დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას, რომ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი შეეწყვიტათ და მის ამ საქციელს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში. აღსანიშნავია მის მიერ გაკეთებული განცხადებაც „პალიტრანიუსის“ ეთერში, როდესაც მან გამოთქვა მოსაზრება, რომ „ეს ქვეყანა წესიერი რომ ყოფილიყო, გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გადადგებოდაო“. ამ გამოსვლამ, ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია და განხილვის საგნად იქცა. აგრეთვე, მისი ცნობადობა გაზარდა განაცხადებამ, რომ პარლამენტარის ხელფასი არის საკმაოდ დაბალი და ის გაზრდას საჭიროებსო. ამის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ.  

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი და - ნინო კაკულია თსუ-ს გამომცემლობის „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი რედაქტორია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • რომან კაკულია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. მიუხედავად უმრავლესობაში ყოფნისა, იგი არ ერიდება მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას და ზოგჯერ მათი მოსაზრებისა თუ გადაწყვეტილების საპირისპიროდაც მოქმედებს. მან საკმაოდ გააკრიტიკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება, როდესაც ეკონომიკის მინისტრობიდან მოხსნა გიორგი ქობულია და მის მაგივრად ნათია თურნავა დანიშნა. მისი თქმით, ბახტაძემ ეს ნაბიჯი ერთპიროვნულად გადადგა და პარლამენტისა და კომიტეტის აზრი არ გაითვალისწინა. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიას სამანდატო იმუნიტეტის შეწყვეტას და იგი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას. მისი ამ საქციელის გამო დადგა საკითხი დატოვინებდნენ თუ არა მას „ოცნების“ რიგებს. საბოლოოდ, მან თანამდებობა შეინარჩუნა და დღემდე, კვლავ, იგივე პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას. 
    აღსანიშნავია კაკულიას დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკურ მდოგმარეობასთან დაკავშირებითაც. კაკულიას აზრით, საქართველოს სავაჭრო ბალანსი, მყისიერად ცვლილებისა და მოწყვლადობის გამო იწვევს ლარის კურსის დევალვაციას და მის გაუფასურებას. როგორც აღნიშნავს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა. მიუხედავად, ეკონომიკური მდგომარეობის მსგავსი კრიტიკისა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონისა იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტარის ხელფასი, რომელიც 4000 ლარზე მეტია, საჭიროებს გაზრდას და მიაჩნია, რომ ეს თანხა ადეკვატური არ არის. რამდენად შესაბამისობაშია მისი ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან, ცოტა გაურკვეველია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი ამ ინიციატივს გამო კრიტიკის საგნად იქცა. თუმცა, საკმაოდ დადებითად შეფასდა, მისი სხვა ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში დაუსაქმებელთა კომპენსაციის მექანიზმის შემოღებას გულისხმობდა და უმუშევართა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას მოიცავდა. 

ეს პერსონა
Top