დიანა ბერეკაშვილი (48 წლის)
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  • 23 აგვისტო, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 25 ივლისიდან, სამი წლის გამოსაცდელი ვადით, ბერეკაშვილი გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ. სწორედ, ის განიხილავდა შალვა რამიშვილისა და თათია სამხარაძის საქმეს. მსახიობი თათია სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. სასამართლომ, ქალის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი.

  • ჰყავს მეუღლე ირაკლი ტეფნაძე და სამი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამბობს, რომ მოსამართლეობა მისთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროფესიაა.
  • ბერეკაშვილი 10 წლის განმავლობაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. გარდა, ამ საქმიანობისა იგი ლექტორობის პროფესიასაც ითავსებს და ასწავლის, როგორც თსუ-ში, ასევე ქართულ ამერიკულშიც. არის ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი. მისი სწავლების ძირითადი მიმართულებებია საოჯახო სამართალი და სამოქალაქო სარჩელების შედგენის მეთოდიკა.  2011 წლიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერად. მიჰყავდა გადაცემა „მე, შენ და კანონი“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top