მარი ბექაური (29 წლის)
  • მწერალი, ფსიქოლოგი
  • 08 იანვარი, 1990 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

  • ფსიქოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი. იგი სამწერლობო ასპარეზზე 2009 წლიდან ჩნდება. ძირითადად, პროზაული ნაწარმოებებით დაამახსოვრა თავი მკითხველს. ბავშვობაში წერდა ლექსებსაც, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საქმიანობას შეეშვა და თავი პროზას მიუძღვნა. იგი არის რამდენიმე მოთხრობისა და სამი კრებულის ავტორი, ასევე სხვადასხვა ლიტერატურული ნომინაციების გამარჯვებული. თავდაპირველად, გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები“, შემდეგ მონაწილეობა მიიღო „შემოდგომის ლეგენდებში“ და „ლილიანებმა“ მერიის სტიპენდიაც კი დაიმსახურა. დათო ტურაშვილმა სწორედ, ამ ნაწარმოების გამო, ხუმრობით „ეროტიკული მწერალიც“ კი შეარქვა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ მარის შემოქმედება გულწრფელობით არის სავსეო. განსაკუთრებით, პოპულარობა მისმა წიგნმა „ანას მომენტმა“ ჰპოვა. როგორც, ავტორი ამბობს ეს რომანი უსამართლობის განცდის შედეგია. კრიტიკოსთა აზრით, კი „ანას მომენტი“ სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს შეიცავს და ყველაფერი ისე ზუსტად და გემოვნებიანად არის გაკეთებული, რომ მკითხველის ყველა ასაკობრივ კატეგორიას ერგება და ერთიანად საინტერესო ხდება მათთვის. ავტორი ცდილობს თავისი წარსულის განცდები, ის ტკივილიანი გზა ერთ რომანში ჩაატიოს და გადმოგვცეს ყველა ის გრძნობა, რომლიც მას ძალიან აწუხებს. მიუხედავად, მკითხველის მიერ, მსგავსი აღიარებისა, მარი თვლის, რომ „საქართველო არ არის კულტურისა და ხელოვნების ქვეყანა. საქართველო არის ჭამისა და ჩაცმის ქვეყანა“. მისი აზრით, ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აკეთოს ის საქმე, რაც მას ძალიან უყვარს და ამით შეძლოს თავის რჩენა. ამიტომ, იძულებულია აკეთოს ის, რაც ფინანსურ სარგებელს მოუტანს და იდეები, მხოლოდ იდეებად დარჩეს. ჰქონდა პერიოდი, როდესაც ორივე საქმეს, წერას და მუშაობას ერთდროულად ასწრებდა, თუმცა, ამის გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.
    რამდენიმე ხნის წინ, მისი სცენარით შექმნილმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ინგამ“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას და შშმ პირების დისკრიმინაციას შეეხება, „ევრიმაჟის“ მხარდაჭერა მოიპოვა. იგი იყო ასევე, ქართული ტელესერიალის „ქერჩის“ სცენარისტი.

  • ჰყავს მეუღლე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • სურს, რომ ჰქონდეს იმდენი დრო და შესაძლებლობა, რომ თავისი საქმე თავისუფლად და ყველა დაბრკოლების გარეშე აკეთოს. ახალგაზრდობას ურჩევს რომ იყვნენ გულწრფელები. მწერლებიდან განსაკუთრებით ხულიო კორტასარი უყვარს. ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკელი შემოქმედნი მისთვის გამორჩეულია და ეს მხარე, მათი წყალობით „აღთქმულ მიწად“ იქცა.
  • ამჟამად, „სინემანიასთვის“ წერს ძალიან საინტერესო ბლოგებს, სახელწოდებით „მარი ბექაურის კინომომენტები“. იყო რადიოგადაცემა „ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდას“ წამყვანი. 2010-2011 წლებში გახდა „წეროს“ და „ალერდის“ გამარჯვებული. მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში. ხოლო „დები“ შევიდა „ქართული პროზის ანთოლოგიაში“. ასევე, მისი ნაწარმოებები 7-ჯერ მოხვდა „წლის 15 საუკეთესო მოთხრობაში“. ის, 2015 წელს მონაწილეობდა საერთაშორსიო ლიტერატურულ პროექტში “The novel of the wolrd”-ში. მიღებული აქვს ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემია“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top