თამაზ ბიჩინაშვილი (57 წლის)
  • ყოფილი სასულიერო პირი
  • 05 ივნისი, 1962 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სასულიერო პირი, რომელიც 17 მაისს, ლგბტ თემის აღლუმის დროს,  ტაბურეტკით გაეკიდა უმცირესობათა წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად. არც უცენზურო სიტყვები დააკლო მათ და არც მუქარის შემცველი სიტყვები დაიშურა. ამ ფაქტის შემდეგ, მას სასულიერო პირის სტატუსი შეუჩერეს. მაგრამ, თვითონ აღნიშნავს, ეს ფაქტი მისი ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესებას უკავშირდება და არა აღლუმის დროს მომხდარ ინციდენტს. როგორც, საზოგადოებისთვის არის ცნობილი მას მუხლზე სერიოზული პრობლემები შეექმნა.
    თუმცა, ცოტა ხნის წინ, გაავრცელა ინფრომაცია, რომ თბილისის ზღვაზე მონასტერს აშენებს და მალე, კვლავ არქიმანდრიტი ანთიმოზის სახელით მოგვევლინება. მანამდე, კი სანამ, მღვდლის ანაფორას ისევ მოირგებს,  სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი განკითხვისთვის მუდამ მზად არის და აკრიტიკებს, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე სპორტსმენებს, შოუ ბიზნესის წარმოამდგენლებს და ა.შ. მისი სტატუსები იუმორისტულიცაა და ქალებსაც შეეხება. მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს, როგორც პოლიტიკოსებიდან, ასევე შოუ ბიზნესის წარმომადგელებიდან. ამას ის სურათებიც მოწმობს, რომელთაც ასე ხშირად აქვეყნებს საკუთარ გვერდზე.  კლუბებსაც სტუმარობს და მეგობრების გარემოცვაში ღამის ცხოვრებასაც ეწევა. ერთ-ერთი დაბადების დღე კარაოკე „ეიფორიაშიც“ კი გადაიხადა.
    ფიზიკური ძალადობა მისთვის „უცხო ხილი“ არ არის. მღვდელმსახურის სტატუსი, მას პირველად ხომ, სწორედ ამ მიზეზით შეუჩერეს. კერძოდ, დავით-გარეჯში მსახურობის დროს, მან აზერბაიჯანელი მესაზღვრები სცემა. მუშტი-კრივი და ბილწსიტყვაობა არც კლუბებში და არც საფეხბურთო მოედნებზე დაიშურა. რის გამოც, დაცვამ რამდენჯერმე ტერიტორია იძულებითაც კი დაატოვებინა.  ყოფილი მღვდელმსახური ფეხბურთის აქტიური ქომაგია. განსაკუთრებით, „თბილისი დინამოს“ გულშემატკივრობს და ლოცვა-დიდება-კურთხევას არ იშურებს მათთვის. ერთ დროს, თავადაც გუნდ „ნორჩი დინამოელის“ წევრი იყო და ტექნიკური თავმდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. შემდეგ, იყო „ქუჩის აკადემია“, ძველბიჭობა, დისიდენტობა, ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საბოლოოდ, კი 39 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და თავი მთლიანად ეკლესიას მიუძღვნა. მაგრამ, მისი ეს მცდელობა ორჯერ მღვდლის სტატუსის შეჩერებით და „ტაბურეტკიანი მამაოს“ ფსევდონიმის შერქმევით დასრულდა. ეკლესიიდან წასვლის შემდეგ, „ნაციონალების“ წინაღმდეგ ბრძოლას და არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნასაც ფიქრობდა, მაგრამ სურვილები უკან წაიღო და კვლავ, იმ მოლოდინით გაიმსჭვალა, რომ საპატრიარქო მღვდლის სტატუსს აღუდგენდა და წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას მისცემდა. ქრისტიანების დამცველი და მეოხი მამა ანთიმოზისთვის წერა ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა. იგი „უცნობი ბერის“ ფსევდონიმით ესეებსაც კი წერდა „კვირის პალიტრაში“. ასევე, დაწერილი აქვს თხელყდიანი ნაწარმოები „თეთრი, შავი, წითელი...“

  • არის საქართველოს მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top