ეკა აკობია (39 წლის)
  • CU-ის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი
  • 23 აგვისტო, 1980 წელი - დაიბადა რუსეთში, სოჭში
  • 1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე. 2000-2002 წლებში ჰართვიკის კოლეჯში პოლიტიკურ მეცნიერებებზე, 2002-2004 წლებში კი ბაილორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე. 2011-2016-ში  ჯავახიშვილის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო. არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორიც.

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

  • ჰყავს მეუღლე სერგი კაპანაძე და ორი შვილი: ლუკა და ანა კაპანაძეები. მისი მეუღლე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ორივე უნივერსიტეტში არის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. იყო გადაცემა „რა? სად? როდის?“-ის ერთ-ერთი გუნდის წევრი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისთვის მთავარია ოჯახი, პროფესია, სამშობლო და თავისუფლება. მისი საყვარელი ფრაზაა „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“.
  • ეკა აკობია 2008-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მუშაობდა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორად.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top