ვანო ზარდიაშვილი (37 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 12 სექტემბერი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრისა და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე და მრჩეველი. 2013 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზარდიაშვილი აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორის პირველი მოადგილე გახდა.  2016 წელს კი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტში შევიდა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოადგილედ დაინიშნა. თუმცა, 2018 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩეული სია და მასთან დაკავშირებული პროცესები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა და მრავალი ურთიერთბრალდება გაისმა. ბესელიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ზარდიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან ახლო ურთიერთკავშირში, სასამართლოზე არაფორმალურ გავლენაში და მმართველ პარტიასა და უზენაეს სასამართლოს შორის ლობისტობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ზარდიაშვილსა და მიხეილ ჩინჩალაძეს ერთმანეთთან, პროფესიული საქმიანობის გარდა, ნათელმირონობაც აკავშირებთ. გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად, ბესელიამ მას ადეიშვილის „ხელის ბიჭიც“ კი უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ, ზარდიაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთავარი შავი საქმეების შემსრულებელი. პარალელურად, არც ზარდიაშვილმა დააკლო ბესელიას შეურაცმხყოფელი სიტყვები და იგი ე.წ. ვირთხად და ნოდარ მელაძის აგენტად მოიხსენია. საბოლოოდ, გაჟღერებულმა ბრალდებებმა და ურთიერთდაპირისპირებამ, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში და ზარდიაშვილის პიროვნება აქტიური განხილვის საგნად იქცა. 

  • ჰყავს მეუღლე - თინათინ აბრალავა და ორი შვილი. თინათინ აბრალავა 2015 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარატმენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი, 2006 წლიდან დღემდე ფლობს შპს „პენტჰაუზის“ კაპიტალის 5%-ს. თინათინ აბრალავას მამა ყოფილი პარლამენტარი და „აღორძინების კავშირში“ ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ანზორ აბრალავაა. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: მიხეილ ჩინჩალაძესთან.

  • 2007 წლიდან, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მრჩევლის პოზიციიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და საერთო განყოფილების უფროსი გახდა. იყო მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის  უფროსის მოადგილე, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის მოადგილე და სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. 

ეს პერსონა
Top