ლაშა ბაქრაძე (54 წლის)
  • ექსპერტი, ლიტერატურათმცოდნე
  • 27 იანვარი, 1965 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა ისენის უნივერსიტეტში (გერმანია), გერმანული სწავლების მიმართულებით, ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია) თეოლოგიის განხრით, პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანია) კი პოლიტიკის მეცნიერებებზე. დისერტაცია დაიცვა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანია) თანამედროვე ისტორიის მიმართულებით, ხოლო სადოქტორო ხარისხი 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. ასევე, სწავლობდა ვენის უნივერსიტეტშიც.

  • ლიტერატურათმცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი და აქტიური წევრი. გავრილოვის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმას იგი მწვავედ დაუპირისპირდა, მონაწილეობას იღებდა გამართულ აქციებში. იგი, ასევე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია. მას, გარკვეული დაპირისპირება მოუხდა გიორგი კალანდიასთან, რომელიც საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელწმიფო მუზეუმის დირექტორია. დაპირისპირება, კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების „მოდერნიზაციასა“ და მათ „მიერთ-მოერთებას“ შეეხებოდა. ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს შეერთებები არ არის სწორი ნაბიჯი, მით უმეტეს თუ მათ არ აქვთ საერთო მიმართულებების დიდი გადაფარვა. სწორედ, ბაქრაძის ასეთმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა გიორგი კალანდია და მას ასე გამოეხმაურა: „ვერ მივიღებთ მითითებებს იმ ადამიანისგან, რომელის ერთსა და იმავე დროს ერთ მუზეუმში ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, მეორეგან კი დირექტორი, ვერ მივიღებ რეცეპტებს იმ „ექსპერტისგან“, რომელიც წლები ხელმძღვანელობდა მუზეუმს და როგორი დანგრეულიც ჩაიბარა, ისეთივე დანგრეული დატოვა“.

  • ჰყავს მეუღლე და შვილი. 2013 წელს მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა შიშველი მეუღლისა და შვილის ფოტო, რომლისთვისაც Madonna and Child უნდა დაერქმია. თუმცა, აღნიშნავდა, რომ „საზოგადოება ამას სწორად ვერ გაიგებდა, რადგან  სრულიად ავადმყოფების გარემოცვაში იმყოფებოდა“. ლაშა ბაქრაძე კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის შვილია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • აინტერესებს ისტორია, პოლიტოლოგია, გეოგრაფია, ლიტერატურისმცოდნეობა, ენათმეცნიერება.
  • მუშაობდა კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში. საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში და ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას. 2009 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2016 წელს, „რადიო თავისუფლებაზე“ მიჰყავდა გადაცემა „რატომ ევროპა“ ლაშა ბუღაძესთან ერთად. თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა რელიგიური ჯგუფი თანაბარი უნდა იყოს და მთავარი პრობლემა, რაც ამჟამად ეკლესიას აქვს ეს არის გაუნათლებლობა და არატოლერანტულობა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top