სოსო გალუმაშვილი (48 წლის)
  • "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი
  • 04 იანვარი, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი. მან ეს კომპანია 2002 წელს დააფუძნა. ბიზნესი, ეკონომიკა, პიარი - მისი კარიერის განმსაზღვრელი მთავარი ელემენტებია.  მას, როგორც ეკონომიკის ექსპერტს, ხშირად იწვევენ გადაცემებში და სწორედ, ეთერის საშუალებით ცდილობს საქართველოში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური მიმართულებების გაანალიზებას და მაყურებლისთვის რელევანტური დასკვნების მიწოდებას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების პარალელურად, იგი, როგორც ტელეკომპანიების, ასევე სოციალური მედიების „ფლაგმანსაც“ იყენებს საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.
    მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს ბეჭვდით და ელექტრონულ მედიაში, რომელიც კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო  სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.
    წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კომპანიებს. მაგ. „ნიკორას“, „ბაზის ბანკს“, „ჰაიდელბერგცემენტს“ და ა.შ.  იგი კონსულტაციებს უწევდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს, სტარტეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავების პროცესში და ასევე, მაჟორიტარ კანდიდატებს  საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით. იყო ვარაუდი, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „საზოგადოება 2030“-ის წევრი იქნებოდა, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საყვარელი ფრაზაა: „თამამად მოიწონეთ, გაიზიარეთ, მიამაგრეთ და იოცნებეთ!“.
  • 2007 წლიდან არის თბილისის პიარსკოლის, ხოლო 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი. ხშირად მართავს საჯარო ლექციებს ბიზნესისა და პიარის თემებზე.

ეს პერსონა
Top