თამარ გვარამაძე (35 წლის)
  • სახალხო დამცველის პირველი მოადგილე
  • 28 დეკემბერი, 1983 წელი - დაიბადა ბორჯომში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები. არის სამართლის დოქტორი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. იგი ამ თანამდებობას 2018 წლის 10 იანვრიდან იკავებს. იყო შიანაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის აკადემიის უფროსი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი კარიერული გზა 2005 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ რაც საია-ს იურიდიული დამხარების ცენტრში დაიწყო მუშაობა. იგი ამ ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის მრჩეველი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი. პარალელურად, ეწევა აკამედიურ საქმიანობასაც. არის თსუ-ს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top