იაგო კაჭკაჭიშვილი (54 წლის)
  • "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე
  • 11 დეკემბერი, 1965 წელი
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია - ფილოსოფიაში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია - სოციოლოგიაში. 

  • სოციოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სოციოლოგი, სოციოლოგიის პროფესორი, ექსპერტ-ანალიტიკოსი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მიმართულებათა ფაკულტეტზე, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესის სფეროა სოციოლოგიური კვლევათა წარმოება
  • იაგო კაჭკაჭიშვილი წლებია, რაც თსუ-ს პროფესორია. უძღვება მოდერნული და პოსტმოდერნული სოციალური თეორიების კურსებს, აგრეთვე ასწავლის სოციალური კვლევის მეთოდების კურსს. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელებაში. ხელმძღვანელობს არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციას „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“, რომლის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, როგორც კვლევითს, ისე საგანმანათლებლოს. კვლევითი პროექტები ეხება ბევრ სფეროს: მაგ. დემოკრატიის პრობლემებს და პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას და ეთნიკურობას, სოციალურ დაცვას და ინკლუზიას, დევიაციას და სოციალურ წესრიგს და ა.შ. მისი მთავარი ფუნქცია კვლევაში, ხელმძღვანელობის გარდა, მოიცავს კვლევის ინსტრუმენტების დიზაინს და მონაცემთა ანალიზს. მას აქვს, აგრეთვე ფოკუს-ჯგუფების მოდერაციის და ჩაღრმავებული ინტერვიუების სხვადასხვა სახეების ჩატარების მდიდარი გამოცდილება. ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები განხორციელებული აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან: ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ლივერპულის უნივერსიტეტთან, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტთან და ა.შ. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის სამ საგრანტო პროექტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრდიან.  არის 5 წიგნისა და 40ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე, არის თანარედაქტორი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალისა - „სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა გარდამავალ პერიოდში“. 

ეს პერსონა
Top