თამარ კინწურაშვილი (50 წლის)
  • „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი
  • 08 მაისი, 1970 წელი - დაიბადა წყალტუბოს რაიონში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური სწავლებების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხური.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი (2005-2008 წ.წ.), უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე, „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ კომუნიკაციებისა და მედიაპროგრამირების დირექტორი(2002-2005 წ.წ.), საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობებისა და ინტეგრაციის საკითხებში (2008-2010 წ.წ.).
    ის ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, მას არხის თანამშრომლები, სასულიერო პირები, ოპოზიციონერები დაუპირისპირდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. კერძოდ, კინწურაშვილს ადანაშაულებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებაში და ხელისუფლების იდეოლოგიის გავრცელებაში, არხის ათეულობით მილიონი ლარის  გაფლანგვაში, თანამშრომელთა რელიგიური ნიშნით და პირადი მოსაზრებების მიხედვით გათავისუფლებაში და ა.შ.

  • ჰყავს მეუღლე და შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: მარინა ვაშაყმაძესთან, ნათია კაპანაძესთან

  • მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ჟურნალისტური ეთიკა, პროპაგანდის მეთოდები, მრავაფეროვნების გაშუქება, სიძულვილის ენა. უყვარს მოგზაურობა და მხატვრობა
  • 2002-2005 წლებში თამარ კინწურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა. იყო კომუნიკაციებისა და მედიაპროგრამების დირექტორი. 2005 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ის არხის გენერალურ დირექტორად აირჩია. მალევე, კინწურაშვილს დაუპირსპირდნენ ოპოზიციის ლიდერები, სასულიერო პირები, თანამშრომლები. აცხადებდნენ, რომ კინწურაშვილმა მაუწყებელი „ნაციონალების“ თავშესაფრად აქცია, გაფლანგა არხის კუთვნილი ათეულობით მილიონი ლარი, სამსახურიდან გაათავისუფლა რელიგიური ნიშნით და პირადი მოსაზრებებით თანამშრომლები. იგი უკრძალავდა თანამშრომლებს მათ საკუთარ კაბინეტებში ხატების ჩამოკიდებას. სწორედ, მისი გადაწყვეტილებით არხზე პირდაპირ ეთერში არ გადაიცა შობის ლიტურგია. ოპოზიციონერები მას ასევე, ადანაშაულებდნენ, რომ კინწურაშვილმა მაუწყებელი სამთავრობო ტელევიზიად აქცია და რომ, ის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა. სწორედ, კინწურაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არხის ეთერში გავიდა გადაცემა „7 ნოემბრის“ შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით იყო გადაღებული და რომელშიც, პირდაპირ ჩანდა რომ, თითქოს,  ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების ნაწილი იყო. შემდგომ, კინწურაშვილმა მისი ეს ნაბიჯი (ეთერში ფილმის გაშვება) - ყველაზე დიდ „შეცდომად“ შეაფასა. საბოლოოდ, 2008 წელს, კინწურაშვილმა თანამდებობა დატოვა და მიხეილ სააკაშვილის მრჩველად დაინიშნა ეთნიკური უმცირესობების და ინტეგრაციის საკითხებში. მან ამ პოზიციაზე, დაახლოებით 2 წელი იმუშავა, შემდგომ კი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მას, 2013 წლამდე ეკავა. 2013 წლიდან კი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდს“ ჩაუდგა სათავეში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კინწურაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ამ სიტყვებით მიმართა: „შუაშისტებო და ლატენტურო ქოცებო, მადლობელი უნდა იყოთ მიშასი: ნებისმიერ დროს ყველაფერი მას შეგიძლიათ დააბრალოთ, ბიძინას ცოდვებიც კი და ამისთვის ბატონ ბიძინას გადაუხადოთ მადლობაო“. სხვებისთვის ჭკუადამრიგებული განცხადება, თავადვე პრაქტიკაში ვერ გამოიყენა და „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები, მაინც ბიძინა ივანიშვილის განკარგულებად შეაფასა. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნება, მაშინ როდესაც არხის მთავარი მფლობელი ყოველთვის იყო და იქნება ეროსი კიწმარიშვილი.  
    მედიის სფეროში, აქტიური მოღვაწეობის პარალელურად, კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
    იყო გაზეთ „დრონის“ კორესპონდენტი, რედაქტორის მოადგილე, კომპანია „კასტელ-საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ჟურნალ „თავისუფლების“ რედაქტორი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top