ეკა გიგაური (41 წლის)
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
  • 14 აპრილი, 1978 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი. მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო ხარისხი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და სამოქალაქო აქტივისტი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2004 წელს ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გახდა. 2005 წელს, კი თავად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოიადგილის პოზიცია დაიკავა. 2007 წელს ყოფილმა შსს-ს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ის, კაპიტნის წოდებით დააჯილდოვა. გიორგი ხაინდრავა აცხადებდა, რომ მან ეს წოდება 2007 წელს აქციის დამშლელ პოლიციელთათვის პრემიის გადაცემის წყალობით მიიღო. ეკა ხაინდრავას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და ამის გამო, მას სასამართლოშიც  უჩიოდა. თუმცა, ეს საქმე წააგო. მას მმართველი გუნდის წევრებთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. მასსა და წულუკიანს შორის დაპირისპირებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი, არც ბიძინა ივანიშვილს წყალობს და ამბობდა, რომ ივანიშვილი, ხელს უშლიდა საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრიკინის დანიშვნას. რაზეც, ყოფილი პრემიერმა აღნიშნა, რომ „გიგაური უკვე დაუკრეფავში გადადისო“.  ეკა ხშირად მონაწილეობს ქუჩის აქციებში. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, იგი აქტიურად ჩაერთო მოძრაობა „რუსეთი უკუპანტიას“  მარათონში და აცხადებდა, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთისკენ ვერ წაიყვანს. იყო კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ -ის დამფუძნებელი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თავისუფალ დროს ყოველთვის ცდილობს იმ ადამიანებთან გაატაროს, ვინ განსაკუთრებულად უყვარს. მოსწონს მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი, პარაპლანით ფრენა, ვარჯიში და ცურვა. ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი მისი ძაღლი.
  • ეკას აქვს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიში მუშაობის გამოცდილება, ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობებსა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროებში. არის სხვადასხვა პროექტების ხელმღვანელი და დასახელებულია „საერთაშროისო გამჭირვალობის“ სამ საუკეთესო დირექტორთა შორის.

ეს პერსონა
Top