ლელა გაფრინდაშვილი (52 წლის)
  • ქალთა უფლებადამცველი
  • 02 აგვისტო, 1967 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

  • ფილოსოფოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქალთა უფლებადამცველი, ასევე უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესორი. 1997 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს კავშირს „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის“, რომელიც ორინეტირებულია საქართველოში გენდერული, ქალთა და ფემინისტური კვლევების, გენდერული განათლების ხელშეწყობაზე. იგი, აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში, ხშირად არის სხვადასხვა გადაცემების სტუმარი და აქტუალური თემების წინ წამოწევით, კვლევებით, რეალური სიტუაციის ასახვით, მუდამ ცდილობს ქალთა უფლებების დაცვას და მის გარშემო არსებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. იგი იყო ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას შემდეგ, რაც  საბჭოს შემადგენლობაში აღარ იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, დაახლოებით 5 თვის მანძილზე მაინც იღებდა ხელფასს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეს თანხა 12 ათას ლარს აღემატებოდა. გაფრინდაშვილის თქმით, ეს მის მიერ ჩატარებული კვლევების ანაზღაურება იყო.
    იგი პარალელურად,  ჩართულია პოლიტიკურ პროცესებშიც, აფასებს საქართველოს მედია გარემოსაც და მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ შავრაზმული ტელევიზიაა

  • ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში. იგი, „აუდიტორია 115“-ის აქტიური მხარდამჭერი იყო და მათთან ერთად იბრძოდა თსუ-ში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. არის მრავალი სტატიისა და კვლევის ავტორი, რომელიც გენდერს, ქალთა და ფემინისტურ თემებს ეხება.

ეს პერსონა
Top