ლევან ალაფიშვილი (48 წლის)
  • ექსპერტი
  • 11 თებერვალი, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროების შემსწავლელ ევროპულ ცენტრში.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პროფესიული საქმიანობით, კერძოდ იურისტობით. ასევე, მას აქტიურად იწვევენ სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუებში, როგორც სამართლის ექსპერტს. მას არ აქვს კონკრეტული ნიშა, საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე ყველა რეზონანსულ თუ აქტუალურ საქმეზე, სადაც კი ირღვევა კანონი, სამართლებრივი ნორმები ან მისი საქმიანობის სფეროს ეხმაურება. მაგ. „არჩევნებსა და საჯარო ფინანსების მართვაზე“, „დავით სარალიძის მკველობაზე“, „რუსთავი 2-ის საქმეზე“, „მთავრობის ბიუროკრატიული შემცირებაზე და სამინისტროების გაერთიანებაზე“ და ა.შ ასევე, 2015 წელს მისი პერსონა განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე.

  • ჰყავს მეუღლე მაკა კარტოზია და 3 შვილი: ვიკა, სანდრო და ქეთევან ალაფიშვილები.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ყვავილებზე ზრუნვა და აღნიშნავს რომ, ყოველთვის ცდილობს კვირაში 2ჯერ მაინც მოიცალოს მათთვის. არ უყვარს სიტყვა ექსპერტი, რადგან იგი ერთგავარდ უგულებელყოფს ადამიანის რეალურ პროფესიას.
  • ლევან ალაფიშვილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი. 1994 წლიდან მუშაობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. 1995-1999 წლებში მან თავის თანამშრომლებთან ერთად შექმნა კანონმდბლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. 2010 წელს იყო საქართველოს კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტებს უკითხავდა ლექციებს ეროვნულის უსაფრთხოების სამართლის თემაზე. 2015 წელს მიწვეული იყო შვედეთში, ადგილობრივი დემოკრატიის ინსტიტუტში მენტორად, საქართველოსა და უკრაინის მუნიციპალიტეტების გუნდებისთვის პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში დასახმარებლად.

ეს პერსონა
Top