ანგელა მერკელი (65 წლის)
  • გერმანიის კანცლერი
  • 17 ივლისი, 1954 წელი - დაიბადა ჰამბურგში
  • 1978 წელს დაამთავრა კარლ მარქსის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში. 1986 წელს მოიპოვა საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

  • ფიზიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გერმანიის კანცლერი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.
    ანგელა მერკელი პატარაობიდან აქტიურად ჩაერთო გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. უნივერსიტეტში სწავლისას  "თავისუფალი გერმანული ახალგაზრდობის კავშირის" აქტივისტი გახდა, სადაც აგიტაციისა და პროპაგანდის მდივნის პოსტს იკავებდა. გერმანიის გაერთიანებამდე ცოტა ხნით ადრე, 35 წლის ანგელა ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში გაწევრიანდა. აღმოსავლეთ გერმანიაში ჩატარებული პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული არცევნების შედეგად, მერკელი ახალი, დროებითი მთავრობის სპიკერის მოადგილე გახდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1990 წელს ჩატარდა გერმანიის ფედერალური არჩევნები, რის შემდეგაც მერკელი ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა. ერთ წელიწადში გერმანიის მაშინდელი კანცლერი ჰელმუთ კოლი მერკელს ქალთა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს აბარებს, პარალელურად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება. 
    მას შემდეგ, რაც კოლის მთავრობა 1998 წელს არჩევნებში დამარცხდა, მერკელმა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა. ანგელას პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული 2005 წელია. ის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი ხდება, ასევე პირველია აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელიც ამ პოსტს იკავებს. 2005 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში ზედიზედ ორჯერ იმარჯვებს.  
    აღსანიშნავია მერკელის დამოკიდებულება საქართველოსადმი. კანცლერი საქართველოში 2018 წლის აგვისტოში, ორდღიანი ვიზიტ ეწვია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით - ასეთი იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ძირითადი გზავნილები საქართველოსთვის.  ნიშანდობლივია, რომ გერმანიის კანცლერმა „უსამართლობა“ უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ოღონდ ისე, რომ სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საქართველოს სტუმრობდა 2008 წლის აგვისტოშიც, მალევე რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
    ამჟამად მერკელი ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი ლიდერია. მისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არაერთი პრეზიდენტი გამოიცვალა მსოფლიო არენაზე. იცვლებოდა გამოწვევები და საფრთხეებიც, თუმცა „რკინის ლედი“ დღემდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.

  • ჰყავს ქმარი - იოახიმ ზაუერიცი, ფიზიკოსი, რომელზეც 1998 წელს იქორწინა. შვილები არ ჰყავთ.
    პირველი ქმარი - ულრიხ მერკელი, ფიზიკოსი, რომელსაც 1982 წელს გაშორდა.
    დედა - ჰერლინდ კასნერი, ხოლო მამა - ჰორსტ კასნერი, თეოლოგი და პროტესტანტული ეკლესიი პასტორი.
     

  • არის გერმანიის მოქალაქე
  • მისი ჰობია ლაშქრობა და ფეხბურთი.
ეს პერსონა
Top