ნინო ბოლქვაძე (42 წლის)
  • ბლოგერი, თანასწორობის მოძრაობის სამართლებრივი ბარიერების მოხსნის ოფიცერი
  • 16 ოქტომბერი, 1977 წელი
  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პირველი ჰომოსექსუალი, რომელმაც „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით მონაწილეობა მიიღო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და პროპორციული სიის მეორე ხუთეულის წევრი გახდა. იგი თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი. მისი მთავარი მიზანი იყო დაენახვებინა საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი ორიენტაციის ადამიანებსაც აქვთ უფლება იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები. იგი აქტიურად იბრძვის უმცირესობათა უფლებების დასაცავად და თვლის, რომ მათ გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. რადგან, როდესაც მან პირველად ფართო საზოგადოების წინაშე აღიარა, რომ ლესბოსელი იყო, მას მთელმა ოჯახმა და ყველა მეგობარმა ზურგი შეაქცია. სწორედ, აქედან გამომდინარე გადაწყვიტა სხვების უფლებებისთვის ებრძოლა და დღემდე, აქტიურად  ჩართულია ამ საქმეში. არის „იდენტობის“ იურისტი. წერს ბლოგებს ინტერნეტპორტალ „ლიბერალზე“.

  • ჰყავდა მეუღლე, რომელთანაც 20 წელი, ფინანსური კრიზისის გამო, იძულებით იცხოვრა. ასევე 2 შვილი, რომლებიც გაგებით ეკიდებიან დედის ორიენტაციას.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს კატები
ეს პერსონა
Top