ანა აბაშიძე (32 წლის)
  • იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი
  • 29 ნოემბერი, 1986 წელი - დაიბადა ქალაქ ოზურგეთში
  • სწავლობდა ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლაში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სამაგისტრო საფეხური გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში და გახდა სამართლის მაგისტრი. ასევე სწავლობდა, ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში.

  • იურისტი
  •  ეს პერსონა ცნობილია, თავისი საქმიანობითა და პროფესიით, კერძოდ ის არის უფლებადამცველი და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. იცავს, როგორც ბავშვების, ასევე ქალებისა და უმცირესობების უფლებებს, იბრძვის გენდერული თუ ზოგადად უთანასწორობის წინააღმდეგ და ა.შ. იგი რამდენიმე ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომის ავტორია, ასევე კანონპროექტებისა შემდეგ თემებზე: ქალთა მიმართ ძალადობა, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ანა აბაშიძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი იყო, ამჟამად კი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2007-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ექსპერტი. იყო ტრენერთა ტრენერი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისთვის“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top