ირაკლი კაკაბაძე (50 წლის)
  • მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი
  • 20 მაისი, 1969 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი

  • მწერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი, პუბლიცისტი და სამოქალაქო აქტივისტი. ირაკლი კაკაბაძეზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას მის არაორდინარულ, ემოციურ, კრიტიკულ და ზოგჯერ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს პოლიტიკოსების, მოსამართლეებისა თუ ჟურნალისტების მიმართ. სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართული უფლებადამცველი მწერალი, ხშირად მონაწილეობას სხვადასხვა აქციებში და გამოირჩევა ხისტი, „რადიკალურად-ემოციური“ ქცევებით. საზოგადოებისთვის ცნობილი კადრია, თუ როგორ შეაფურთხა ლევან მურუსიძეს და შეურაცხყოფა მიაყენა მას, ასევე, თუ როგორ უწოდა ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს „პოლიტიკური მეძავები“. იგი არც პოლიტიკოსების მიმართ ერიდება სხვადასხვა ბრალდების გაჟღერებას. საკმაოდ, დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა განაცხადმა, როდესაც ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელიაო. არანაკლები, გამოხმაურება მოჰყვა, ასევე ერთ-ერთ შოუში ზურაბ ჟვანიაზე მის ნათქვამს, რომ ის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და რომ ჟვანია, ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფის მსხვერპლი იყოო. ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრისას, აუცილებლად აღსანიშნავია, მისი გამოსვლა ერთ-ერთ პოლიტიკურ შოუში, სადაც ის მთელი ემოციურობითა და განრისხებით აგინებდა მდიდრებს, ეს ვიდეო დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი. 

  • ჰყავს მეუღლე - ბელა ბაჯელიძე. მისი პირველი მეუღლე - ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრია. ჰყავთ საერთო ვაჟი. ირაკლი კაკაბაძის და - ნინია კაკაბაძე კი ცნობილი ჟურნალისტია.  

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესების სფეროა პოლიტიკია, მწერლობა, პუბლიცისტიკა
  • ირაკლი კაკაბაძე 90-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სასწავლებლად და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. სწორედ, იქ მყოფმა მიჰყო ხელი სამწერლობო კარიერას და დაწერა 5 წიგნი: „ტაიმს სკვერი“, „ალეგრო“, „თანაგრძნობის სიმღერა“, „კანდიდატი ჯოყოლა“, „ვარდების რევოლუციის შიგნიდან“. გარდა, მწერლობისა, ის აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო პროცესებში. უფლებადაცველი, ხშირად იღებდა აქციებში მონაწილეობას და ორგანიზებას უწევდა მას. ემოიციური, ხისტი და რადიკალური გამოსვლებით გამორჩეული კაკაბაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე კრიტიკოსია. 2008 წელს, ის თავის თანამოაზრეებთან ერთად, აპროტესტებდა აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას და ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრას. აცხადებდა, რომ საქართველოში სუფევს ტერორი და ძალადობა. ასევე, ის იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი აქციისა, რომლის დროსაც ის სხვა მწერლებთან ერთად მოითხოვდა ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლა და მისთვის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას. 2012 წელს, სწორედ კაკაბაძე იყო ერთ-ერთი მთავარი პირი ფილარმონიის წინ გამართული აქციისა, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებდა პატიმრებს და გმობდა ციხეში მიმდინარე ძალადობას. იგი, არც ჟურნალისტების შეურაცხყოფას ერიდებოდა და არც მოსამართლეების. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, საპროტესტო აქციაზე ეკა კვესიტაძეს და დავით პაიჭაძეს „პოლიტიკური მეძავები“ უწოდა, ხოლო სასამართლოს შენობასთან მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ესაა, ის მცირე ჩამონათვალია მისი სამოქალაქო აქტიურობისა, რომელსაც წლებია ეწევა და პირადი შეხედულებისამებრ იცავს ადამიანთა უფლებებს. მდიდრთა მოძულე თანამედროვეობის „რობინ ჰუდი“ ერთ-ერთი საიდუმლო ორგანიზაციის „მწვანე პანტერის“ დამფუძნებელიც აღმოჩნდა. მისივე ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, რომ ეს ორგანიზაცია, კაკაბაძის თქმით, იბრძვის საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკის წინააღმდეგ და ცდილობს ბანკების ძალადობრივი დაცარიელებით ხალხისთვის მიტაცებული ფულის დაბრუნებას. სამოქალაქო აქტივიზმისა პარალელურად, ირაკლი იყო ჟურნალ „დროა მშვიდობის“ რედაქტორი, აშშ-ს ეროვნული მშვიდობის ფონდის თანამშრომელი, აშშ-ს სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი, თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარე. ასევე, კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მონაწილეობას იღებდა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. 

ეს პერსონა
Top