გიორგი კლდიაშვილი (40 წლის)
  • IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • 21 ივნისი, 1979 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არის ისტორიის დოქტორი

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ისტორიკოსი, პროფესიონალი არქივის მკვლევარი. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი კლდიაშვილმა ლევან ავალიშვილთან ერთად, 2009 წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“. მას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამჭვირვალობის საკითხებზე მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თაოსნობით განხორციელდა მრავალი პროექტი, კვლევები, შეფასებები და ტრენინგები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ფონდისთვის. არის ავტორი რიგი ნაშრომებისა, რომლებიც ეხება: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, გამჭირვალობას და ანგარიშვალდებულებას და ა.შ.
    IDFI-ისთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა, მას, როგორც სპეციალობით ისტორიკოსს, აქვს გამოცდილება აკადემიურ საქმიანობაში. კერძოდ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ კვლევებში. ის არის პროფესიონალი არქივის მკვლევარი, რომელიც 15 წელზე მეტი მუშაობდა საქართველოსა და უცხოეთის არქივებში. იყო თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის პროფესორი.
    გიორგი კლდიაშვილი, ამავდროულად ჩართული იყო კამპანია „ეს შენ გეხებაში“. იგი, თანამოაზრეებთან ერთად, აპრიტესტებდა ფარულ მოსმენებსა და მიყურადებებს და მოითხოვდა მის საწინააღმდეგოდ კანონმდებლობის შექმნას. 2014 წელს, პოლიციამ ის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული აღიძრა და 2 დღით იზოლატორშიც კი მოათავსეს. საბოლოოდ, გაირკვა რომ, მას ცეცხლსასროლი იარაღის კუთვნილების ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, იარაღი დაშლილ მდგომაროებაში ედო საბარგულში და მისი შეცდომა, მხოლოდ ის იყო, რომ მან წინასწარ არ გააფრთხილა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ იარაღის წაღებას აპირებდა ხელოსანთან. საბოლოოდ, მისი უკანონო დაპატიმრება კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილეობას დაუკავშირეს, ხოლო 3 წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა საკუთარი შეცდომა და განაცხადა, რომ კლდიაშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივი შეცდომების მქონე განცხადება გამოაქვეყნა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top