მერაბ ტურავა (55 წლის)
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
  • 23 სექტემბერი, 1964 წელი - ზუგდიდი
  • 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

    1989–1990 - იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი- სახელმწიფოსა და სამართლის ფაკულტეტი;

    თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი (1990–1991),

    1997 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.

  • იურისტი
  • 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია.

    2016  წლის  2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად აირჩია.

    2018  წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.

  • მეუღლე - ცირა გრიგოლია; ჰყავს სამი შვილი.
  • საქართველო
  • 2013 წლის იანვრიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორად და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორად. 2013 წლის 5 აგვისტოს დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორად. კითხულობს ლექციებს სისხლის სამართალში, საერთაშორისო და ევროპულ სისხლის სამართალში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top