ბექა ბასილაია (31 წლის)
  • იურისტი
  • 16 ივლისი, 1988 წელი - დაიბადა ფოთში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წვერი. მისი სახელი უკავშირდება რამდენიმე რეზონანსულ საქმეს. იგი სხვადასხვა დროს იცავდა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს, იყო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების ადვოკატი. აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მისი საქმიანობიდან, გამოსვლებიდან, ფეისბუქ პოსტებიდან გამომდინარე, იგი მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ის, ასევე უპირისპირდება ლევან ვასაძეს და მის გუნდს (ლგბტ თემის მოწინააღმდეგე პირებს). 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ფეხბურთი და საფეხბურთო გუნდ „სფკ - თბილისის კოლხეთის“ აქტიური წევრია.
  • იგი იურიდიული კომპანია Legal Consulting and Services-ის იურისტია. 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი. ასევე, 2009-2013 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top