პაატა კვიჟინაძე (55 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 16 დეკემბერი, 1964 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ორგზის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით (2012-2016, 2016- წ.), საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი და ბიზნესმენი

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • პაატა კვიჟინაძე „ქართული ოცნების“ წევრია. სწორედ, ამ პარტიის სახელით, 2012 წელს, შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ის ასევე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატია. პარლამენტში კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა უკავია. 2019 წლის მაისში, სწორედ კვიჟინაძე აცხადებდა, რომ ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობსო, მაშინ როდესაც, დაახლოებით სამ თვეში, ლარმა დოლართან მიმართებაში თავის მაქსიმუმს 2.99-ს მიაღწია. ამავე წლის ივნისში კვიჟინაძე ამბობდა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტა დაუშვებელიაო. დეპუტატი, რომელიც რუსეთში 2 ბინას, ავტოფარეხსა და მიწის ნაკვეთს ფლობს, მისი ეს განცხადება გასაკვირი არ უნდა იყოს. 
    პოლიტიკის პარალელურად, 1993 წლიდან აქტიურად არის ბიზნეს საქმიანობაში ჩართული და უცხოეთში პირად კერძო სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობს. 
    1991-1992 წლებში იყო საჩხერის პრეფექტი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top