გიორგი არობელიძე (24 წლის)
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • 09 იანვარი, 1995 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პოლიტიკის მეცნიერებები. სწავლა განაგრძო ამავე მიმართულების მაგისტრატურის საფეხურზე  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივვერსიტეტში. 2017 წელს გაიარა მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდა.

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც აუდიტორია 115-ის წევრი. ისინი მოითხოვდნენ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წევრების გათავისუფლებას და ასევე, პროტესტს გამოთქვამდნენ თვითმმართველობის წინააღმდეგ და მათ დაშლას მოითხოვდნენ.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი არობელიძე სამოქალაქო აქტივისტია. იგი მხოლოდ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების წინააღმდეგ არ იბრძოდა. ასევე, თავის ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდა მშრომელთა უფლებების დაცვისთვის გამართულ აქციებში, გიგანტური ჰესების წინააღმდეგ, დასაქმებულთა სოლიდარობის ღონისძიებებში და ა.შ. წერდა ბლოგებს ინტერნეტ-პორტალ „ლიბერალზე“. თემა, ძირითადად, განათლების საკითხებს შეეხებოდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top