მიხეილ ანდღულაძე (37 წლის)
  • იუმორისტი, სცენარისტი, მსახიობი
  • 18 მარტი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა სტომატოლოგიური კოლეჯი.

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „კომედი შოუს“ (ადრე „შაბათის შოუ“) სცენარისტი და მსახიობი. იგი რუსთავი 2-ზე 2005 წლიდან მოღვაწეობს. მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა ნანულის პერსონაჟით, რომელსაც ვანო ჯავახიშვილთან (გურამთან) ერთად თამაშობდა. „შენ თავგასიებულო შენა“ - ამ ფრაზას დიდი თუ პატარა, უკლებლივ ყველა იმეორებდა და საკმაოდ პოპულარული იყო. ნანულისა და გურამის ოჯახს მასობრიბად განიხილავდნენ, წითელი ხალათი მის სავიზიტო ბართად იქცა. მაყურებელს რთულად წარმოედგინა მიშა კაცის ამპლუაში, იმდენად გათავისებული ჰქონდათ ნანულის პერსონაჟი. იგი, დღემდე ითავსებს ქალთა როლებს. ხან, მარეხია, ხან მთვარისა ოდილაური და ხან კი მანონი მასწავლებელი. მისი შესრულება იმდენად ბუნებრივი და სპეციფიკურია, რომ ცოტა რთულია აღქმა რომ, ის სინამდვილეში კაცია.

  • ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მიშა ანდღულაძე, გარდა ქალების სახასიათო როლებისა, მამაკაცების როლებსაც წარმატებით ირგებს, მაგ: მთვრალი კაცისას, მიშა პაპასას, პოეტისას და ა.შ. 2012 წელს მონაწილეობდა ფილმ „პოკერი სიყვარულის წესებში“, ხოლო  2013 წელს კი „მისტერ ძიძაში“. იყო „ქერის უბნის“ გამხმოვანებელი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top