ილია ბეროშვილი (37 წლის)
  • შოუმენი, მსახიობი, წამყვანი
  • 29 დეკემბერი, 1981 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტი

  • კავკასიოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს“. სწორედ, „ჯეოსელის“ ამ პროექტით გაიცნო ილო ფართო საზოგადოებამ. იგი გამორჩეული პაროდისტია და მაყურებელსაც ამ თვისებით დაამახსოვრა თავი. შემდეგ იყო ტელევიზია, ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადაცემა „ალიონი“, მერე ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის დილა“. ამავე არხზე გახდა „შალვა რამიშვილის შოუს“ წამყვანი, რომელიც „ილო ბეროშვილის შოუდ გადაკეთდა“. ამ გადაცემამ მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. აღნიშნავდა, რომ ყველაზე ნაკლებად ტელევიზია იზიდავდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო მისთვის შესაფერისი. ბავშვობიდან მსახიობობა სურდა და ოცნება „რუსთავი 2“-ის საშუალებით აისრულა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ მან საკმაოდ გამორჩეული პერსონაჟის შავლეგო მადლიანის როლი მოირგო და მაყურებლისთვის ილოს ფენომენი შავლეგოს ფენომენმა შეცვალა. ამბობს, რომ ქუჩაშიც კი მას ნამდვილი სახელით იშვიათად მიმართავენ. ამავე არხზე მიჰყავდა პროექტი „მხოლოდ ქართული“ და ნიკა გრიგოლიასთან ერთად მისი პატარ-პატარა თეატრალური დადგმები და ჩანართები გადაცემას უფრო სახალისოს და სასიამოვნო საყურებელს ხდიდა, განსაკუთრებით ქასთინგების პერიოდში.

  • ჰყავს 2 შვილი. მისი ყოფილი მეუღლე - ჟურნალისტი ნელი აგირბაა. ამჟამად, სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს მსახიობ ანი ბებიასთან.

  • არის საქართველო მოქალაქე
  • მისი ერთ-ერთი გატაცება და ჰობი - კულინარიაა. ამბობს, რომ საჭმლის მომზადება მისთვის ერთგვარი განტვირთვისა და სიამოვნების მიღების საშუალებაა. უყვარს სიმღერა და კარაოკეზე ხშირად მღერის. 24 წლამდე აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს. იყო „ვიტ ჯორჯიას“ წევრი. შემდეგ, იყო რთული პერიოდი - ნარკოტიკები, სასმელი, თუმცა ამის გადაგორება შეძლო და დღეს წარმატებულია თავის პროფესიაში. მომღერლებიდან განსაკუთრებით უყვარს ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი, სერგი გვარჯალაძე. მსახიობებიდან - მარლონ ბრანდო. იმოგზაურებდა - ევროპაში, კერძოდ ლონდონში. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სურს გააბედნიეროს ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, აღიზიანებს მოუთმენლობა და სულსწრაფობა, საკუთარ თავში ყველაზე მეტად პატიების უნარი მოსწონს და მშობლების აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში - საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top