ვახტანგ ბიჭიკაშვილი (31 წლის)
  • იუმორისტი, მსახიობი
  • 26 ნოემბერი, 1987 წელი
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კომედი შოუს“ მსახიობი. ვახოს ყველაზე ცნობილი როლებია „ჟიმნი მებონია“, „კასპელი ზაურა“, „გია სურამელაშვილი“ და „გივი სიხარულიძე“. მის მიერ ნათქვამი ფრაზები, ქცევები, ჩაცმის სტილი, ე.წ. „სურამელები“ ყველასთვის ნაცნობი და პოპულარულია. ასევე, ის ნიკა არაბიძესთან ერთად ირგებს დუეტ „ბუთქუნა და თამაზას“ როლსაც. იგი, სწორედ ამ ამპლუაში წარსდგა სოჭში გამართულ კონცერზე ნინო ჩხეიძესთან ერთად. მის ამ საქციელს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და მსახიობს ახსნა-განმარტებითი „განცხადებების“ გამოქვეყნებაც კი მოუხდა ამ ფაქტის გამო.
    „რუსთავი 2“-თან 14 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მის სარედაქციო პოლიტიკას სრულიად იზიარებს. ამას მისი ფეისბუქ-სტატუსებიც მოწმობს და იუმორისტულ-სატირულ ჟანრში გაყვანილი ფრაზებით, ერთგვარად სახელმწიფოს ქმედებების დაცინვასაც კი ცდილობს.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მუსიკის მოსმენა, მცენარეების მოვლა და არ უყვარს აზარტული თამაშები.
  • ზედმეტსახელად „თაგვს“ ეძახიან. მუშაობდა რადიო „აფხაზეთის ხმაში“ და ნიკა არაბიძესთან ერთად უძღვებოდა გადაცემა „სიცილიზაციას“.  მონაწილეობს ფილმებში „მისტერ ძიძა“ და „ცელქი ბავშვები“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top