ირაკლი კაკაბაძე (44 წლის)
  • იუმორისტი, სცენარისტი, პროდიუსერი
  • 09 სექტემბერი, 1975 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი

  • გეოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იუმორისტი და „ღამის შოუს სტუდიის“ გუნდის წევრი. ვეტერანი მან-სან-კანელი, ფართო საზოგადოებამ სწორედ, „ღამის შოუდან“ გაიცნო. ის „ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად“-ის მთავარი პროდიუსერი იყო. ასევე, მას, როგორც „კაცების შოუსა“ და „მარტივი ლოგიკის“ წამყვანადაც, ისე იცნობენ. 

  • ჰყავს მეუღლე - ია კუპატაძე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: დავით ლაბაძესთან, დავით გოგიჩაიშვილთან, ირაკლი ვახტანგიშვილთან, გიორგი ჯანელიძესთან...

  • უყვარს ჩოგბურთის თამაში
  • ირაკლი კაკაბაძე „ღამის შოუს სტუდიის“ გუნდის ერთ-ერთი წევრია. სტუდია სხვადასხვა დროს აკეთებდა პროექტებს, როგორც „რუსთავი 2-ზე“, ასევე, „მაესტროზე“, „იმედზე“, „TV11-ზე“. იყო „ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად“-ის და TV11-ის მთავარი პროდიუსერი და სერიალების „გოგონა გარეუბნიდან“-ისა და „შუა ქალაქის“ სცენარისტი. ამჟამად, მუშაობს ახალ სერიალზე, სახელწოდებით „მისამართის გარეშე“. პროდიუსერობის და სცენარისტობის გარდა, ის წამყანის ამპლუასაც ირგებს. გიორგი ჯანელიძესთან, ირაკლი ვახტანგიშვილთან და დავით ლაბაძესთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყვას გადაცემა „კაცები“, რომელიც თავდაპირველად ჯერ „იმედზე“ გადიოდა, ხოლო შემდეგ კი ინტერნეტში გადაინაცვლა. მონაწილეობდა კომედიურ ფილმში „კაცების კინო“-ში, რომელიც „კაცების შოუს“ წამყვანების ოთხეულის ღამის თავგადასავალზე მოგვითხრობდა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top