ვლადიმერ ბოისა (38 წლის)
  • კალათბურთელი
  • 04 ივლისი, 1981 წელი - დაიბდა ქალაქ რუსთავში
  • კალათბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კალათბურთელი. კალათბურთის თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო, ხოლო 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების ოფიციალური წევრიც გახდა. წარმატებულად ასპარეზობდა 6 ქვეყანაში და 9 სხვადასხვა გუნდში თამაშობდა. კერძოდ, იყო სლოვენიის „პოსტონიას“, „სლოვენიის“ და „ოლიმპიას“ მოთამაშე. ასევე, იტალიის „მონტეპასკის“, რუსეთის „სპარტაკ -პრიმოერის“, საბერძნეთის „არისის“ და „პანიონიოსის“, ესპანეთის „მენორკას“ და ხორვატიის „ზადარის“ წევრი.  2013 წლიდან გახდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. სპორტის გარდა, მისი საყვარელი საქმიანობა მეღვინეობაა. მისი ჰობი, მალევე ბიზნესად იქცა და დღეის მდგომარეობით ის უკვე საკუთარი ღვინის ბრენდი „ბოისას“ მფლობელია. მისი ნაწარმი, საქართველოს გარდა იყიდება სლოვენიასა და ავსტრიაშიც.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ძმა ანატოლი ბოისა, ასევე ცნობილი კალათბურთელია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ვლადიმერი არის ადრიატიკის ლიგის, იტალიის და სლოვენიის სამგზის ჩემპიონი. მონაწილეობდა პროექტ „ბრავოში“. პროექტის ფარგლებში, იგი ხან კანკანის და ხან, სირტაკის მოცეკვავედ გვევლინებოდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top