თედო აბჟანდაძე (20 წლის)
  • მორაგბე
  • 13 ივნისი, 1999 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც რაგბის 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო  მოთამაშე. მგეზავის პოზიციაზე მყოფმა  აბჟანდაძემ მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე თავდადებული თამაშითა და მოწინააღმდეგის დამარცხებით ქართული რაგბის ქომაგებს თავი დადებითად დაამახსოვრა. სწორედ, არგენტინის წინააღმდეგ ტრიუმფალური გამარჯვების მოპოვების დღეს, 13 ივნისს შეუსრულდა მას 18 წელი. აღსანიშნავია, ისიც რომ ჩემპიონატის დაწყებამდე იგი ნაკრების ყველაზე უმცროსი და არასრულწლოვანი წევრი იყო.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მას ინსტაგრამზე 2924 გამომწერი ჰყავს.
  • თედო აბჟანდაძე რაგბის თამაში პარალელურად ექიმის პროფესიის დაუფლებას აპირებს. მისთვის განათლება და სწავლა პრიორიტეტულია და ეს ყველაფერი რაგბის თამაშშიც ეხმარება. მისი თქმით, მორაგბეს განათლება თამაშს მნიშვნელოვნად უადვილებს. „როდესაც მოედანზე ხარ, გადაწყვეტილება წამის მეასედებში უნდა მიიღო და სწავლა, გონების ვარჯიში სწორედ ამაში გვეხმარება". ამჟამად, ფრანგულ „ბრივში“ პირველი მგეზავის პოზიციაზე თამაშობს. 2017-2018 წლებში იყო ტერენის კოლეჯის მოთამაშე და  ამავე წლებში ქუთაისის „აიას“ ღირსებასაც იცავდა. მან რაგბის თამაში 8-9 წლის ასაკში დაიწყო. მისი მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე იყვნენ. თავდაპირველად, იგი ფეხბურთზეც დადიოდა, თუმც საბოლოოდ რაგბის თამაშზე შეაჩერა არჩევანი.  

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top