კატო ბენდელიანი (43 წლის)
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე
  • 13 ივნისი, 1976 წელი - დაიბადა ცაგერის რაიონში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა. სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში რელიგიის ისტორიას. ასევე, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. იყო კომპანია „ასკანელი ძმების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

  • ჰყავს მეუღლე და ვაჟი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ფრაზა „მე დავიჩემე რომ ცა ჩემია, და ვჩუქნი ამ ცას ყველა ჩემიანს“.
  • 2000-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად საქართველოს საპატრიარქოში. შემდგომ, ქალაქ თბილისის მერიაში საინფორმაციო საქალაქო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი გახდა. იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი და  გადაცემა „მწვანე ეთერის“ კოორდინატორი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top