დალი გოგოლაძე (62 წლის)
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
  • 18 ნოემბერი, 1956 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. არის გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

  • გეოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. იგი ამ თანამდებობას 2013-2017 წლებში იკავებდა. მანამდე, კი იყო იმავე უწყების მინისტრის მრჩეველი. 2007-2008 წლებში მუშაობდა PR სამსახურში. ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნებში თბილისის მაჟორიტარების PR-ის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

  • ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო ტელეკომპანია „202“-ის და კომპანია „პრემიერის“ მთავარი პროდიუსერი და რედაქტორი. მისი კარიერული გზა გეოლოგიის ინსტიტუტიდან იწყება. 1979 წლის შემდეგ, იგი ამ ინსტიტუტის აქტიური თანამშრომელი ხდება. უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან , რამდენიმე წელში, ვულკანოლოგიის განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს.

ეს პერსონა
Top