ლევან კობერიძე (47 წლის)
  • საქართელოს პარლამენტის წევრი
  • 28 მაისი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეან-გინეკოლოგიის სპეციალობით. სწავლობდა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს. 1999-2003 წლებში მსოფლიოს წამყვან პიარსააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი, შპს Brending.ge-ს დირექტორი, „რა? სად? როდის?“ ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 
    ის, ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2019 წლის მაისში, აზრთა სხვადასხვაობის გამო, პარტია „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელა პარლამენტში მუშაობა და ხელისუფლების ქმედებების მწვავე გამკრიტიკებელი გახდა. 

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ლევან კობერიძე, 2016 წელს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი და გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. თუმცა, 2019 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც მან მხარი არ დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, მიიღო გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ და დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელა მოღვაწეობა. იგი ეწინააღმდეგებოდა კანონპორექტს, რომლითაც რეგულირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა და მოითხოვდა იუსტიციის საბჭოს იმ შემადგენლობის დაშლას, რომლითაც იყო წარმოდგენილი. ასევე, ის საკამოდ, მწვავედ აკრიტიკებდა ფინანსთა სამინისტროს ქმედებებს და აღნიშნავდა, რომ სამინისტროში რეალურად იყო ჩამოყალიბებული პოლიტიკური და ელიტარული კორუფცის ნიშნები. ამავდროულად, ის იყო ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც გიორგი გახარიასგან მოითხოვდა მთლიანი პასუხისმგებლობის აღებას 20 ივნისის დროს განვითარებულ მოვლენებზე. 
    ლევან კობერიძე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვამდე იყო სარეკლამო სააგენტო „აუდიენციის“ კომერციული დირექტორი, კომპანია „ალიანს კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის „GWS/პენო რიკარის ჯგუფის“ ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი, საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე, შპს “branding.ge“-ს დირექტორი. 

ეს პერსონა
Top