გიორგი არაბული (28 წლის)
  • პოეტი, რეჟისორი
  • 07 მარტი, 1991 წელი - დაიბადა ხევსურეთში
  • 2009-2013 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე

  • რეჟისორი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოემებითა თუ ლექსებით. 2012 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ლექსების კრებული „გზაზე გასვლა“, 2017 წელს კი - „გვრინი“, რომელიც პრემია „საბას“ ფინალურ ეტაპზე იყო წარდგენილი. იგი მხატვრულად გააფორმა, თავად პოეტის ძმამ მინდია არაბულმა.  გიორგი არაბულის შემოქმედება ღრმა განცდებითაა გაჯერებული.  ზოგიერთ ლექსში იგრძნობა მისი პესიმისტური, მეოცნებე, რომანტიკული ბუნება. ალეგორიებით, ეპითეტებით, შედარებებით არის დახუნძლული მისი სტრიქონები, თითოეულ სიტყვაში გამოხატულია თავისი კუთხისადმი სიყვარული. ხშირად საუბრობს ხევსურეთზე, აღწერს მის ბუნებას. პოეტის დიალექტური ენა განსხვავებულობას მატებს მის შემოქმედებას და უფრო სხვა ემოციით გვაკითხებს ლექსებს.

  • ჰყავს მეუღლე სალომე დორეული

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი არაბულმა 2012 წელს ათონელის თეატრში დადგა პირველი  სპექტაკლი -„ჰეი გესმით ჩემი“. 2013 წელს გახდა დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც დადგა საბავშვო სპექტაკლი „ჩიპოლინო“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“. 2015 წლიდან არის ხელოვნების ფესტივალ „ჩირდილის“ ორგანიზატორი. 2016 წელს გახდა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ჩეხურ, პოლონურ, უკრაინულ და სომხურ ენებზე. 2017 წლიდან არის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრი.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top