ვასილ ბესელია (66 წლის)
  • პოეტი
  • 13 თებერვალი, 1953 წელი - დაიბადა სენაკში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი

  • ინჟინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოეტი. წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ძირითადად წერდა სიყვარულზე, მისგან გამოწვეულ ტკივილსა თუ დარდზე. მკითხველს მისი ლექსები უბის წიგნაკებში ჰქონდა ამოწერილი და მამაკაცები, ქალებს სიყვარულსაც კი უხსნიდნენ მათი დახმარებით. შემდგომ ჰქონდა 20 წლიანი პაუზა, მანამ, სანამ მის მუზას, შთაგონების წყაროს არ შეხვდა. წერა განაახლა და ყველა ლექსი თუ სტრიქონი იდუმალ ქალს მიუძღვნა. პოეტის შემოქმედებას ესთეტიკის ზეიმსაც უწოდებენ და ამბობენ, რომ მისნაირად სიყვარულს ამქვეყნად ვერავინ განიცდის და ვერავინ გადმოსცმეს. მის ერთ-ერთ ლექსზე, სახელწოდებით „ნუ დამემდურები“ სიმღერაც არის შექმნილი. ხოლო, ლექსი „ელვა შეგფენია თმაში“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულიც კი გახდა. თუმცა, გრძნობს რომ მისი შემოქმედების საუკეთესო ლექსი ჯერ არ დაუწერია.

  • ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ხეების დარგვა, მემუარებისა და კრიტიკული ჩანაწერების კითხვა, გული უჩუყდება ქველმოქმედებაზე და „ვეფხისტყაოსანზე“. მუდამ ეძებს ღმერთს და ეშინია, რომ ქვეყანას გადამთიელი დაეპატრონება. სიამოვნებს ადამიანების დამხარება და ნანობს მათ ვერშეცნობას. საკუთარ თავზე ამბობს, რომ არის მხიარული, ენაკვიმატი და ოცნების კაცი, რომელსაც „შავი დღისთვის არაფერი აქვს გადანახული“.
  • ვასილ ბესელიას ლექსები იბეჭდებოდა „ციკსარში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „ახალგაზრდა კომუნისტში“. სულ გამოიცა მისი ორი პოეტური კრებული. იყო მწერალთა კავშირის წევრი. წერის პარალელურად, მუდამ თავისი პროფესიით მუშაობდა, ამბობდა, რომ სხვა შემთხვევაში ექვს სულიანი ოჯახის შენახვას ვერ შეძლებდა. სენაკის მუნიციპალიტეტში ნოსირის თემის გამგებლისა და განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top