ირმა ბეგლარიშვილი (56 წლის)
  • ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი და პოეტი
  • 04 თებერვალი, 1963 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • მწერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ემიგრანტი მწერალი და პოეტი. წლების წინ ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, საქართველოში 1 წლის შვილი დატოვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, უცხო ქვეყანაში გააგრძელა მოღვაწეობა. მონატრების გრძნობას წერით ებრძოდა. თითოეული მისი ნამუშევარი პესიმიზმით, სიყვარულით, სულიერი თავისუფლებით არის აღვსილი. ეს იყო ერთადერთი საქმიანობა, რაც მას სიმშვიდეს სძენდა და ანუგეშებდა. აღნიშნავდა, რომ იგი თავის სულის ნაწილს აქუცმაცებდა და დებდა თითოეულ სტრიქონში. სულ გამოცემული აქვს შვიდი პოეტური კრებული და პროზაული ნაწარმოები „წერილი ბოთლში“.  ახლახანს გამოვიდა მისი მე-8 წიგნი სათაურით „მიტოვებული ბავშვი“, სადაც ერთიანდება მისი მოთხრობები, ნოველები, სენტენციები.

  • ჰყავს შვილი.

  • არის აშშ-ს მოქალაქე
  • საკუთარი თავის შესახებ ამბობს, რომ „მე ლექსს არა ვწერ. ლექსი თვითონ მწერ!..“ გამორჩეულად უყვარს ფრაზები: „ აზრი ცხოვრების.. ძიებაა, არა პასუხი, ამოცანასაც რომ ამოხსნი... არც გახსენდება, ამ სამყაროშიც... დამიჯერეთ!-ყოფნა მანამ ღირს, სანამ კითხვები... პასუხებად არ დალაგდება!“, „ერთ მათხოვარშიც... შეიძლება იმდენი ვნახო, რომ ათი მეფის ქონებითაც ვერ იყიდიან! მე მარტოსული პოეტი ვარ ქალის სხეულში, დღემდე არ ვიცი პატივად თუ სასჯელად მერგო!... „
  • მის მიერ გამოცემული წიგნებია: „მე და ნოსტალგია“, „შემოდგომის გვირილები“, „სამანის იქით“, „დამბადებლიდან ამაღლებამდე!“, „ჩემი ნაპირი“, „ქვიშის საათი“, „პანდორას ყუთი“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top