ხატია ბუნიათიშვილი (32 წლის)
  • უცხოეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი
  • 21 ივნისი, 1987 წელი - დაიბადა ქალაქ ბათუმში
  • თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მალევე, ვენაში გაემგზავრა და იქ, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იყო ლეონსკაიას სტიპენდიანტი.

  • პიანისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც უცხოეთში მოღვაწე გამორჩეული და ნიჭიერი ქართველი პიანისტი. ფორტეპიანოზე დაკვრა მცირე ასაკში დაიწყო, 6 წლისა უკვე სხვადასხვა კონცერტებზე გამოდიოდა და თავისი ნიჭით მსენელში აღფრთოვანებას იწვევდა. ბეჯითი და მშრომელი მოსწავლისთვის ეს საქმე თანდათანობით სიამოვნების მიღებასთან ერთად, მის მთავარ პროფესიადაც ჩამოყალიბდა. განათლება, ჯერ საქართველოში მიიღო, შემდეგ კი ვენაში გაემგზავრა და იქ დაეუფლა საშემსრულებლო ხელოვნებას. საბოლოოდ კი საფრანგეთში დამკვიდრა და დღემდე, იქ აგრძელებს მოღვაწეობას. მსმენელთათვის ის კლასიკური მუსიკისადმი ახალი და საინტერესო მიდგომის განსახიერებაა, თუმცა,  ამავე დროს მისეული სტილი ზედმეტად ექსპრესიულიცაა. მას, როგორც „უშიშარ ვირტუოზად“ ისე მოიხსენიებენ. ამბობს, რომ რეპერტუარს ყოველთვის იმის მიხედვით არჩევს, თუ იმ მომენტში რას განიცდის. მისი თითოეული ინტერპრეტაცია ნაწარმოებს ახალ სუნთქვას მატებს, ამ სუნთქვის მიცემა კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანი მის ანაბეჭდს ამატებს. ამ ყველაფრის სინთეზით იგი სცენაზე ყოველთვის ფურორს ახდენს და მისი შესრულებით, მსმენელს აძლევს შესაძლებლობას მხოლოდ ჟღერადობისა და ემოციის საფუძველზე შეიქმნან განწყობა და დამოკიდებულება. 1999 წლიდან მოყოლებული მას არაერთი კონცერტი გაუმართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორებიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières და ა.შ. მისი კონცერტები გამართულა: შანზე-ლიზეს დარბაზში, კარნეგი-ჰოლიში, ლუვრის აუდიტორიუმში, ვენის კონცერტჰაუსში და ა.შ.
    პიანისტი, თავისი პროფესიონალური შესრულების გარდა, მისი გარეგნული მხარითაც აღფრთოვანებას იწვევს მსმენელში. ხატიას შეფასებისას, ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას შესრულების მისეულ მანერაზე, გარეგნობასა და სტილზე. მისი თავისუფალი სტილის ჩაცმულობა, უცხოელი მსენელთათვის სრულიად მისაღები და მოსაწონია. მაგრამ, საქართველოში, „ნიჭიერის“ ჟიურის წვერობის პერიოდში, მისი ჩაცმის თავისუფალი სტილი, ღრმა დეკოლტე, ხშირად გამხდარა განხილვის საგანი.
    თავისი საქმიანობის გარდა, იგი პოლიტიკურ საკითხებშიც აქტიურად არის ჩართული. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით უყვარს.
    თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტია და უარს აცხადებს პუტინის მხარდამჭერ ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე ასვლაზე.

  • მეუღლე არ ჰყავს, თუმცა პაპარაცებმა რამდენჯერმე მსახიობ ორლანდო ბლუმთან ერთად დააფიქსირეს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უსმენს სხვადასხვა მუსიკას, განსაკუთრებით უყვარს „სტინგი“, „ქოლდფლეი“, ჟაკ ბრელი და ფრანგი შემსრულებელი ბარბარა.
  • იგი აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად და არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 2013 წელს დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით.

ეს პერსონა
Top