ნათია თოდუა (23 წლის)
  • გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი
  • 12 მარტი, 1996 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით

  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქართველი მომღერალი, რომელიც 2017 წელს, The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა და დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. მან ქართველ მაყურებელს პროექტ X Factor-დანაც დაამახსოვრა თავი, თუმცა მაშინ გამარჯვება ვერ შეძლო. 

  • ჰყავს მშობლები და და. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ნათია თოდუა აფხაზეთიდან დევნილია. 17 წლამდე გალის რაიონში ცხოვრობდა. შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ოჯახის წევრების თხოვნით, პირველად პროექტ „მაგთიფანში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯგუფი „ვაკის პარკი“ უწევდა აკომპანიმენტს. პროექტის დასრულების შემდეგ, იგი 2016 წლამდე „ვაკის პარკთან“ თანამშრომლობდა და კონცერტებზე მათთან ერთად გამოდიოდა. „მაგთიფანის“ დასრულებიდან მალევე, მონაწილეობა მიიღო ქართულ X Factor-შიც, სადაც შეასრულა სიმღერა - I put a Spell in you, თუმცა მაშინ მის ნამღერს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ ხელოვნური უწოდა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. 2015 წელს, მან ბედი უკრაინულ ვოისშიც სცადა, თუმცა აქედანაც გამარჯვების გარეშე დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მას სწავლის გაგრძელება გერმანიში სურდა. პროგრამა Au-pair-ის დახმარებით მან თავისი ოცნებაც აისრულა. 2017 წელს კი უკვე, მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. საბოლოოდ, 26 000 კონკურსანტიდან ის 4 ფინალისტს შორის მოხვდა, მაყურებელთა ხმების 50% მიიღო, პროექტის გამარჯვებული გახდა და დიდი აღიარებაც მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ, მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს კი ის დასახელდა, როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთ მონაწილედ. იგი, ამჟამად გერმანიაში მოღავწეობს და მალე საკუთარ მუსიკალურ ალბომსაც გამოუშვებს. მაგრამ, არც საქართველოშია პასიურ მდგომარეობაში და რამდენიმე ხნის წინ ჩაწერა სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“, რომელიც აფხაზეთს მიუძღვნა. 

ეს პერსონა
Top