დევიდ კომა-კომახიძე (38 წლის)
  • ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი
  • 04 სექტემბერი, 1981 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა კუსტოდიევის სახელობის სამხატვრო აკადემიაში და სანქტ-პეტერბურგის შტიგლიცის სახელობის სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში. დაამთავრა ლონდონის წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი. 

  • დიზაინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქართველი დიზაინერი, რომელიც 10 წელზე მეტია, წარმატებით მოღვაწეობს ლონდონში, არის საკუთარი ბრენდის „David Koma”-ს მფლობელი. მისი დიზაინით შეკერილი კაბები აცვიათ ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ბიონსე, ჯენიფერ ლოპეზი, ლეიდი გაგა, პენელოპა კრუზი, სინდი კროუფორდი და ა.შ.
    ის ფართი საზოგადოებამ, მას შემდეგ გაიცნო, რაც 2011 წელს, ბიონსე “MTV”-ის დაჯილდოებაზე მის მიერ შეკერილი კაბით წარსდგა. ასევე, მას მოდის სფეროში იცნობენ, როგორც პარიზში მდებარე სამოდელო სახლის „MUGLER“-ის კრეატიულ დირექტორს. იგი ამ სამოდელო სახლში 4 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ის იყო დიზაინერი, რომელმაც შეძლო ძველი მივიწყებული სტილის ახლებურად და ინოვაციურად წარმოჩენა.  

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო მოქალაქე
  • მეგობრობს: მარი კატრანტზუსთან

  • მისი ინტერესების სფეროა: მოდა და დიზაინი. უყვარს ჩოგბურთის თამაში.
  • ხატვა პატარაობიდანვე დაიწყო. ძირითადად, ხატავდა გოგონებს, მათ ტანსაცმელს. ნელ-ნელა გაიაზრა, რომ ეს მისი დიდი გატაცება იყო. 9 წლის ასაკში, როდესაც მშობლებმა საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადაიყვანეს, იქ მან შეძლო საკუთარი გატაცება რეალურ საქმიანობად ექცია. 13 წლის იყო, როდესაც ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსში „ადმირალტეისკაია იგლაში“ მიიღო მონაწილეობა და 100-ზე მეტ სტუდენტს შორის 47-ე ადგილი დაიკავა. 15 წლის ასაკში, მას უკვე საკუთარი ატელიე ჰქონდა, აწყობდა ჩვენებებს და ამის გამო, მას „ვუნდერკინდიც“ კი უწოდეს. მალევე გაიაზრა, რომ თუ სურდა ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწია, აუცილებლად უნდა მიეღო უცხოური განათლება. ამიტომ, ლონდონში გაემგზავრა და წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში ჩააბარა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მისი სადიპლომო კოლექცია პირდაპირ ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენეს, სადაც მთავარი პრიზი მოიპოვა და რამდენიმე გრანტი მოიგო, მათ შორის იყო ლონდონის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის Harrods-ის მიერ დაწესებული ჯილდო. ამ წარმატების პარალელურად, მან 2009 წელს საკუთარი ბრენდი „David Koma“ დააფუძნა. 2011 წელს, მის მიერ შეკერილი კაბა, ბიონსემ MTV-ის დაჯილდოებაზე მოირგო და დევიდ კომა, ამ ფაქტს მისი კარიერის მთავარი ტრამპლინი უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, კომას ქალის ანატომიური სილუეტის ულტრასექსუალური კაბებით, თავს უკვე წითელ ხალიჩაზე იწონებდნენ ჰოლივუდის დახვეწილი სტილის მქონე მსახიობები. მისი სტილის მთავარ ხელწერად სკულპტურასავით ჩამოსხმული სხეული, გეომეტრიული ფორმები, მკაცრი ინტელექტუალური დიზაინი იქცა. „სამოსი ქალისთვის, რომელიც გსურს, რომ გააღმერთო“ - ამ სიტყვებით შეაფასა ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა მისი ნამუშევრები. 
    დევიდ კომა, საკუთარი ბრენდული სამოსის შექმნის პარალელურად, მუშაობდა პარიზის სამოდელო სახლ „MUGLER“-ში, რომლის კრეატიული დირექტორი თავადვე იყო. მან შეძლო და ამ ბრენდს ახალი სული შთაბერა და ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლების ყურადღებაც კი მიიპყრო. იგი ამ სამოდელო სახლში 2017 წლამდე მუშაობდა. 
    2019 წელს კი, გამორჩეული სტილის მქონე დიზაინერმა Vauxhall Fashion Scout’s Merit Award-ში გაიმარჯვა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top