ქეთი მელუა (35 წლის)
  • უცხოეთში მოღვაწე მომღერალი, მუსიკოსი.
  • 16 სექტემბერი, 1984 წელი - ქუთაისი
  • დაამთავრა ბელფასტის წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი.  

    17 წლის ასაკში ის ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში შევიდა.

  • მომღერალი
  • 2000 წელს, მონაწილეობა მიიღო ტალანტების სატელევიზიო კონკურსში "Stars Up Their Noise" და "Bedfinger"-ის სიმღერით "Without You" გამარჯვება მოიპოვა. 2003 წლის ზაფხულში კი პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი "Call Off The Search", რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და ამ მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს. 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა მეორე ალბომი "Peace by Peace", რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა.  2007 წელს გამოვიდა მელუას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით "Pictures". საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

  • გაერთანებული სამეფო
ეს პერსონა
Top