კარლო კოპალიანი (60 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 14 აგვისტო, 1959 წელი - დაიბადა ცაგერის რაიონში
  • დაამთავრა ვ.ი ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამდინარო და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით. არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

  • მშენებელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამგზის პარლამენტის წევრი, „პარტია ქართული ოცნებისა“ (2012-2016, 2016 - წ.წ.) და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ (2008-2012 წ.წ.) სახელით.

  • ჰყავს ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • კარლო კოპალიანი 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა და ამ პარტიის სახელით მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. გამოირჩევა ოპოზიციის მკაცრი კრიტიკით და არც სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებას ერიდება მათთან. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზები: „ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან (კოპალიანი გიცირიძეს), „გაბლატავებული ხარ, ბოკერია“, „არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, ის ხომ მოგწონდათ ნაბახუსევზე ტრუპს რომ ითხოვდა“. საინტერესოა, ასევე მისი რეკომენდაციები, რომელსაც ის  2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გასცემდა: „ამომრჩეველს თუ მოვეფერებით, დავაინტერესებთ პრობლემებით, მათ გულსაც მოვიგებთ“. რამდენად, უშველა ფერებამ ხალხს, ეგ „ოფიციალურად დადგენილი“ არ არის, მაგრამ არჩვენებში, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ეგ კი უდავოა. 
    საკანონმდებლო ორგანოში გაწევრიანებამდე, კარლო კოპალიანი იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქვედა ცაგერის თემის საკრებულოს თავმჯდომარე, ცაგერის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლეჩხუმის აღორძნების ფონდის თავმჯდომარის მოადგილე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top