სალომე ზურაბიშვილი (67 წლის)
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • 18 მარტი, 1952 წელი - პარიზი
  • პარიზის 1972 - პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი

    1973 - კოლუმბიის უნივერსიტეტი

    1981 - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა

  • დიპლომატი
  • პარიჟანკა და „ქაჯები“ - ეს დაპირისპირება მაშინდელია, როდესაც სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრობა დემარშით დატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. მას შემდეგ არაერთი „სალომიზმი“ დამკვიდრდა ხალხურ და პოლიტიკურ მეტყველებაში. პირველი რესპუბლიკის ემიგრაციის უკანმობრუნებულმა შთამომავალმა სხვა ნოვაციებიც შემოიტა ქართულ პოსტსოვიეტიკურ ყოფაში, განსაკუთრებით, ჩაცმა-დახურვისა და აქსესუარების მიმართულებით. თავდაპირველად მისი პოლიტიკური მიღწევის პიკი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას უკავშირდებოდა, 2018 წელს კი ორტურიანი არჩევნების შემდეგ, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდნტი გახდა და პირველი, რაც გააკეთა, უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შესვლაზე. ხმაურიანი იყო მისი თელავური ინაუგურაციაც, რომლის გაპროტესტებასაც ოპოზიცია შეეცადა და რასაც ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება მოჰყვა. 

     

  • ვაჟი - თეიმურაზ გორჯესტანი, ქალიშვილი - ქეთევან გორჯესტანი

  • საქართველო
ეს პერსონა
Top