გიორგი კალატოზიშვილი (40 წლის)
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ჟურნალისტი
  • 08 მაისი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების ოფიცერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი, ტელეკომპანია „დიას“ დირექტორი. ასევე, ის ცნობილი ტრენერი და ქოუჩია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. გიორგი კალატოზიშვილის და - ნანკა კალატოზიშვილი ცნობილი მსახიობია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგის საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 13-წლიანი, ხოლო მედიაში 19-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკაცო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის სერტიფიცირებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ის პიარასოციაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. იყო საქართველოში ქოუჩინგის პირველი კომპანიის, „გროუინის“ მმართველი პარტნიორი, მარკეტინგული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გლობალური კომპანიის, ACT-ის ბრენდის განვითარებისა და პიარსამსახურის უფროსი. 
    ასწავლიდა „საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს“ გორის სასწავლო უნივერსიტეტში, „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მართავდა ტრენინგებს „ბერნეისის პიარ კოლეჯში“ და Cambridge Study-ში. 
    არის საკონსულტაციო კომპანია „Reminder“-ის მმართველი პარტნიორი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top