ნინი ბადურაშვილი (33 წლის)
  • მომღერალი
  • 27 დეკემბერი, 1985 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი. იგი, საკმაოდ ცნობილი ოჯახის წევრია და მის პოპულარობას ამანაც შეუწყო ხელი. იგი მსახიობ იმედა კახიანისა და  ლალი ბადურაშვილის შვილიშვილი  და რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და მომღერალ ეკა კახიანის შვილია. 2000-იან წლებში მისი სიმღერები ყველასთვის ცნობილი იყო და რამდენიმე ჰიტადაც კი იქცა. იგი მღეროდა პატრიოტულ თემებზეც და ფართო საზოგადოებას ამითაც დაამახსოვრა თავი. მაგ. „ფსოუს წყალი“, „გამარჯობა აფხაზეთო შენი“. მისი კარიერა დათო ევგენიძის სიმღერით „ნანა ჩემო ბაია“-თი დაიწყო. ასევე, ჯგუფ სტეფანე და 3G-ის წევრიც იყო.  ჩაწერილი აქვს დუეტი ეკა კახიანთან ერთად. ხშირად, მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებში და მუდამ, აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. იყო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრიც.

  • ჰყავდა მეუღლე ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში. წყვილის დაშორებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში აქტიური განხილვის საგნად იქცა. ჰყავს ქალიშვილი ელენე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბავშვობიდან მეგობრობს ქრისტინე იმედაძესთან, თაკო გაჩეჩილაძესთან, ქეთა თოფურიასთან. ასევე, ახლო ურთიერთობა აკავშირებს ტელეწამყვან და პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან.

  • მომღერლებიდან განსაკუთრებით უყვარს მაიკლ ჯექსონი, ნინო ქათამაძე, ირაკლი ჩარკვიანი. მისთვის პირველი საყვარელი ფილმი იყო „საბუდარელი ჭაბუკი“. ამბობს, რომ პოლიტიკით ნაკლებად არის დაინტერესებული. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, თუმც ოჯახიდან გამომდინარე ამ განხრით უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ შეძლო. ამბობს, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად მისი გარეგნობა აკომპლექსებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კომპლექსი გაუქრა. მას ვიზუალურად ხშირად ადარებენ, როგორც დედას, ასევე ბებიას ლალი ბადურაშვილს. ამჟამად, აქტიურად ვარჯიშობს ბოქსში. ინსტაგრამზე 149 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
  • ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანია. ასევე, მონაწილეობდა სხვადასხვა ქართულ ფილმში: მაგ. „კონფლიქტის ზონა“, „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, „თბილისი ჩემი სახლია“ და ა.შ

ეს პერსონა
Top