თამუნა ამონაშვილი (55 წლის)
  • მომღერალი, მსახიობი
  • 08 ივლისი, 1964 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. იგი ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქართველი პოპ-მომღერალი. ოთხმოცდაათიან და ორიათასიან წლებში, მისი სიმღერები საკმაოდ პოპულარული იყო ქართველ მსმენელთა შორის. სიმღერა „მერა რამ“, „მენატრებიმ“,  „შენმა სიყვარულმა“, ლალი ტოტიკაშვილთან ჩაწერილმა დუეტმა და კლიპმა დიდი წარმატება მოუტანა მას და კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. იმ პერიოდში მცხოვრებ თინეიჯერთა უმეტესობამ  ამონაშვილის სიმღერის ტექსტები ზეპირად იცოდა. 90-იან წლებში, ჯერ კიდევ ჩაკეტილი და ლოკალური გარემო იყო, გლობალიზაციას მყარად არ ჰქონდა მოკიდებული ფეხი. ერთგავროვანი გარემო, უცხოური არხებზე ხელმიუწვდომლობა და მასობრივად წარმოებული მდარე პოპ-კულტურა უწყობდა ხელს მსგავსი პაპსა სიმღერების ერთგვარად გაპიარებას. ამონაშვილი, საკუთარი ჩაცმის სტილითაც გამოირჩეოდა. ახასიათებდა თამამი, ექსტრავაგანტული, უცხო, ზოგჯერ ვულგარული ჩაცმულობა და გარკვეული „სიშიშვლის“ ეფექტის შემოტანა, სავარაუდოდ, ამით ის საკუთარი თავისუფლების, თანამედროვეობისა და განსხვავებულობის ხაზგასმას ცდილობდა, რადგან იმ პერიოდში მსგავსი სამოსი, დიზაინი, სტილი „უცხო ხილი“ იყო მოსახლეობისთვის. ამ პერსონამ თავისი კარიერული გზა რუსეთს დაუკავშირა. წლებია იქ ერთ-ერთ ბენდში ჯაზს მღერის. ამბობს რომ, საქართველოში საკუთარ განვითარებას და შესაძლებლობებს გასაქანი ვერ მისცა და რუსეთში ჰპოვა საკუთარი ნიშა. საკმაოდ, დიდი სკანდალი და რეზონანსი გამოიწვია, მისმა მონაწილეობამ სოჭის ოლიმპიადის გახსნის კონცერტზე. თავისი საქციელი კი ფეისბუქ სტატუსით  ახსნა და აღნიშნა რომ, ოლიმპიადა არ არის მხოლოდ პუტინი და რომ ჩვენ პოლიტიკას ვერ შევცვლით. რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში, საკმაოდ, დიდი ქონება დააგროვა. წამოიწყო ბიზნესი როგორც, საქართველოში, ასევე რუსეთშიც.

  • ჰყავს მეუღლე რეზიკო არჩვაძე. ხშირად, გამხდარა მისი ოჯახი განხილვის საგანი, იმ მიზეზსთა გამო რომ, ამონაშვილი საკუთარ ქმარზე ასაკით დიდი იყო და არ ჰყავდათ შვილი. 2017 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა რომ, იგი მორალურად და ფსიქოლოგიურად მზადაა იშვილოს ბავშვი.  რეზო არჩვაძე რეჟისორია, ამჟამად იგი რუსეთში მოღვაწეობს და საკუთარ სილამაზის სალონთა ქსელს კურირებს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამონაშვილის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა დიზაინერობაა. ამ კუთხითაც შეძლო საკუთარი თავის განვითარება და საქმიანობის წამოწყება. ძირითადად, სახლის დიზაინის სფერო იზიდავს.
  • თამუნა ამონაშვილმა კარირეული გზა ანსამბლ „ივერიაში“ დაიწყო. „თოვლის ბებოს“ სპექტაკლში იგი ბაბალეს როლს ასრულებდა, საკმაოდ წარმატებითაც. შემოქმედებითი პაუზის შემდეგ იგი ჯგუფ „მზე და შოკოლადების“ წევრი გახდა. ხოლო, ამის შემდეგ სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. მისი პირველი სიმღერა „ჩიტო-ჩიორა“ იყო, მას მოჰყვა „მენატრები“, „შენმა სიყვარულმა“, სწორედ ამ უკანასკნელზე გადაიღო მან თავისი პირველი კლიპი. 2000 წელს გამოვიდა კომპაქტ-დისკი სახელწოდებით ფიქრებით შენთან ვარ“, მას მოჰყვა „მერე რა. გადაღებულია ფილმ „მარტივ პასიანსში“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top